შეკითხვა #535
-
უეჭველად კოლეგებს შორის ყველაზე არასაყვარელ დეპუტატად ითვლება ბუნდესტაგის წევრი ჰერალდ ჰეფნერი, რომელიც მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეა. ის არასოდეს არ ბილწსიტყვაობს ტრიბუნაზე, არასოდეს არ ეუხეშება ქალ-დეპუტატებს და წუწავს პოლიტიკურ ოპონენტებს ლუდით. იგი წყნარად და აუღელვებლად ამბობს თავის სათქმელს და მუდამ კატეგორიულად წინააღმდეგია ერთი გადაწყვეტილებისა, რის გამოც კოლეგები მას უბრალოდ ვერ იტანენ და ღიად ლანძღავენ სხდომებზე, დერეფნებში, ლიფტებში და ა.შ.
კითხვა: რის წინააღმდეგ გამოდის მუდმივად ჰ. ჰეფნერი?პასუხი: იგი წინააღმდეგია დეპუტატებისათვის ხელფასის მომატებისა. პაკეტი: საქართველოს მე-4 ჩემპიონატი - I და II ტურები ბმული: http://moazrovne.net/q/535 გაზიარება:პასუხი