შეკითხვა #598
-
ამ ადამიანს არ სჯეროდა ნოსტრადამუსის მაგვარი წინაწარმეტყველებისა, რომლებიც საკმაო რაოდენობით იყვნენ მის ეპოქაში. დაცინვით მან დაწერა “წინასწარმეტყველებანი”, სადაც ბუნდოვან და ზოგჯერ ავბედით სტილში აღწერა ჩვეულებრივი რამეები: სიზმარი, ადამიანის ჩრდილი, ბურთის თამაში, ჭიანჭველები, მიწის მთხრელის საქმე, ცეცხლის გაღვივება. თქვენთვის კარგადაა ნაცნობი ეს ნაწარმოებები. დაასახელეთ მათი ავტორი!
პასუხი: ლეონარდო და ვინჩი კომენტარი: ე.წ. “ლეონარდოს გამოცანები” კი აღებულია მისი წიგნიდან “წინასწარმეტყველებანი” პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/598 გაზიარება:პასუხი