საქართველოს მე-5 ჩემპიონატი
ფინალური თამაში
24 მაისი, 1999
-
ამ მუსიკალური ინსტრუმენტის პროტოტიპს წარმოადგენდა ე.წ. ელეცკური როიალური გარმონი. თანამედროვე სახელწოდება მას 1829 წელს მისცა ვენელმა ოსტატმა დამიანმა, რათა ეჩვენებინა, რომ მის მიერ შექმნილ ინსტრუმენტზე ღილაკის ერთი დაჭერით შეიძლება ერთბაშად რამდენიმე ბგერის მიღება. დაასახელეთ ეს ინსტრუმენტი!
პასუხი: აკორდეონი ბმული: http://moazrovne.net/q/595პასუხი -
ავსტრიაში – გროსგლოკნერი, პორტუგალიაში – სერა-და-ეშტრელა, შვეიცარიაში – დიუფური, ნორვეგიაში – გალჰეპიგენი, გერმანიაში – ცუგშპიცე, საქართველოში - ?
პასუხი: შხარა (5068მ) კომენტარი: საუბარი იყო სახელმწიფოების უმაღლეს მწვერვალებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/596პასუხი -
ამ ადამიანს არ სჯეროდა ნოსტრადამუსის მაგვარი წინაწარმეტყველებისა, რომლებიც საკმაო რაოდენობით იყვნენ მის ეპოქაში. დაცინვით მან დაწერა “წინასწარმეტყველებანი”, სადაც ბუნდოვან და ზოგჯერ ავბედით სტილში აღწერა ჩვეულებრივი რამეები: სიზმარი, ადამიანის ჩრდილი, ბურთის თამაში, ჭიანჭველები, მიწის მთხრელის საქმე, ცეცხლის გაღვივება. თქვენთვის კარგადაა ნაცნობი ეს ნაწარმოებები. დაასახელეთ მათი ავტორი!
პასუხი: ლეონარდო და ვინჩი კომენტარი: ე.წ. “ლეონარდოს გამოცანები” კი აღებულია მისი წიგნიდან “წინასწარმეტყველებანი” ბმული: http://moazrovne.net/q/598პასუხი -
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა, მარჯვედ და წარმატებით ამტკიცებდა, იმ დროს გავრცელებული, მონოფელიტური ერესის არამართებულობას. როდესაც ის ხელში ჩაუვარდა ჰერაკლე კეისარს, რომელიც ერეტიკოსების მომხრე იყო, იმპერატორმა ბრძანა მოეკვეთათ მაქსიმესათვის, მისი აზრით, სხეულის ორი ყველაზე სახიფათო ნაწილი. კითხვა: რომელი ორი ნაწილი (გნებავთ, ორგანო) მოჰკვეთეს წმინდა მაქსიმეს?
პასუხი: ენა და მარჯვენა ხელი, რათა წართმეოდა ქადაგებისა და წერის უნარი ბმული: http://moazrovne.net/q/599პასუხი -
ჰეროდოტეს გადმოცემით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V საუკუნეში ტირანი ჰესტიუსი ამ მიზნით იყენებდა თავისი მონის გადახოტრილ თავს. კითხვა: რომელ საკვებ პროდუქტს იყენებდა იგივე მიზნით მარქსიზმ-ლენინიზმის ერთ-ერთი კლასიკოსი?
პასუხი: რძე კომენტარი: ჰესტიუსი საიდუმლო წერილებს წერდა თავისი მონის ხოტორა თავზე, ხოლო როდესაც თმები წამოეზრდებოდა და დაფარავდა წარწერას, აგზავნიდა ადრესატთან. ლენინი კი ციხიდან საიდუმლო წერილებს სწორედ რძით წერდა ბმული: http://moazrovne.net/q/600პასუხი -
როგორც მოგეხსენებათ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Ива-ს, ჩვენ ვუწოდებთ ტირიფს. კითხვა: რას ვუწოდებთ ჩვენ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Плакучая ива-ს? დარწმუნებული ვარ ამ კითხვას ადვილად უპასუხებენ პოეზიის მოყვარულები.
პასუხი: ძეწნა ბმული: http://moazrovne.net/q/601პასუხი -
1799 წელს ინგლისში ოფიციალურ სადილებზე პირველ სადღეგრძელოს წარმოთქვამდნენ მეფე გეორგ III-ის სადღეგრძელოდ. რუსეთში კი – იმპერატორ პავლე I-ს. აი, მეორედ კი, რუსეთშიც და ინგლისშიც ადღეგრძელებდნენ ამ დიდგვაროვანს. დაასახელეთ მისი გვარი!
პასუხი: სუვოროვი ბმული: http://moazrovne.net/q/602პასუხი -
მთა ტონგა მცირედით ჩამოუვარდება ევერესტს: მისი სიმაღლეა 8690 მეტრი. მაგრამ დედამიწის რვაათასიანების სიაში მას ვერ იპოვით, ალპინისტებს კი არასოდეს უცდიათ მისი დაპყრობა. რატომ?
პასუხი: ის მდებარეობს წყალქვეშ (წყნარ ოკეანეში) ბმული: http://moazrovne.net/q/603პასუხი -
1999 წლის დასაწყისში “ინდიკარის” ცნობილი ამერიკელი ავტომრბოლი ელ ანსერ-უმცროსი მოხვდა სერიოზულ ავარიაში, რომელშიც მოიტეხა კოჭი და დაიზიანა მუხლის იოგები. მას გაუკეთდა ორსაათიანი ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ექიმების პროგნოზი გვამცნობდა, რომ რბოლას იგი დაუბრუნდებოდა 4-6 კვირაში. კითხვა: იგივე პროგნოზის შესაბამისად, რის გაკეთებას შესძლებს ის 8 კვირის შემდეგ?
პასუხი: გავლას (სიარულს) ბმული: http://moazrovne.net/q/604პასუხი -
გერმანული ქალაქის ვისბადენის კრიმინალურმა პოლიციამ გამოჰკითხა ექსპერტთა ჯგუფი: ბინის გაქურდვისაგან თავდაცვის რომელი ხერხი მიაჩნიათ მათ განსაკუთრებით ეფექტურად? ყველამ ერთხმად აღიარა, რომ დაცვის საუკეთესო საშუალებებია – პოლიციის ტელეფონზე მიერთებული სიგნალიზაცია და ძაღლი, თანაც ამ უკანასკნელის ზომებს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ხმამაღლა ყეფდეს. დანარჩენი ხერხები, რკინის კარების ჩათვლით, ნაკლებად ქმედითია. კითხვა: რა დაწესებულებაში ჩატარდა ეს გამოკითხვა?
პასუხი: ქალაქის ციხე კომენტარი: ექსპერტები კი პროფესიონალი ბინის ქურდები იყვნენ ბმული: http://moazrovne.net/q/605პასუხი -
“ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონიაზე ბედნიერ გამარჯვებულებს იქვე ართმევენ ხოლმე ნანატრ სტატუეტებს და უბრუნებენ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. რისთვის კეთდება ეს?
პასუხი: სტატუეტებზე იტვიფრება მფლობელის გვარი ბმული: http://moazrovne.net/q/606პასუხი -
არსებობს ლეგენდა, რომ ლეონარდო და ვინჩის ჰქონდა დღის ასეთი განრიგი: ყოველ 4 საათში ის 15 წუთით წვებოდა დასაძინებლად და ასე, უთმობდა რა ძილს დღე-ღამეში მხოლოდ საათნახევარს, მუდმივად ინარჩუნებდა შრომისუნარიანობას. უკვე ჩვენს დროში ერთმა იტალიელმა მხატვარმა გადაწყვიტა მიებაძა დიდი წინამორბედისათვის. მან აითვისა ეს მეთოდი და დარწმუნდა მის უეჭველ ეფექტურობაში, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჩვეულებრივ 8 საათიან ძილს. რატომ?
პასუხი: არ იცოდა სად წაეღო გამოთავისუფლებული დრო ბმული: http://moazrovne.net/q/607პასუხი -
ამჟამად მსოფლიოში მათი რაოდენობა 100 მილიონს აჭარბებს. და ეს მხოლოდ ისინია, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან თავიანთ მსხვერპლს. სტატისტიკის მიხედვით მათ ყოველ 20 წუთში პოულობენ. 1997 წელს ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან მათ წინააღმდეგ, მიენიჭათ ნობელის პრემია, მცირე ხნის წინ კი მსოფლიო საზოგადოებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი მათ წინააღმდეგ. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები კომენტარი: 1999 წლის 1 მარტს გაერომ შემოიღო აკრძალვა, რომელსაც ჯერ, სამწუხაროდ, არ შეუერთდნენ აშშ, რუსეთი და ჩინეთი ბმული: http://moazrovne.net/q/608პასუხი -
ლონდონში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის კიბესთან დგას ორი ბიუსტი. ვისი და ვისი?
პასუხი: უილიამ შექსპირი და ბერნარდ შოუ ბმული: http://moazrovne.net/q/609პასუხი -
1928 წელს აშშ-ს საარჩევნო კანონმა უფლებები გაუთანაბრა მამაკაცსა და ქალს; 1931 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა 6 დომინიონის თანასწორუფლებიანობა; 1959 წელს აშშ-ის შავკანინი მოსახლეობა უფლებებით გაუთანაბრდა თეთრკანიანს… კითხვა: ვისი უფლებები, ბინადრობის ადგილის მიუხედავად, იქნა ჩამოთვლილი გაეროს დეკლარაციაში იმავე 1959 წელს?
პასუხი: ბავშვის (“ბავშვის უფლებათა დეკლარაცია”) ბმული: http://moazrovne.net/q/610პასუხი -
მიმდინარე წლის 8 ივნისს ამერიკული გამომცემლობა “დელი” აპირებს ამჟამად პოპულარული ავტორის ტომას ჰარისის რომანის “ჰანიბალის” გამოქვეყნებას. კითხვა: რა ეწოდება რომანს, რომლის გაგრძელებაცაა მოხსენიებული ნაწარმოები?
პასუხი: “კრავთა დუმილი” ბმული: http://moazrovne.net/q/611პასუხი -
იუდეველთა რიტუალში ეს წარმოადგენს შეხსენებას იმ ლოცვა-კურთხევის შესახებ, რომელიც თავისი ხალხისათვის აღავლინა ღმერთმა. ქრისტიანობაში – ეს წარმოადგენს ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. აი, მუსლიმანები კი მას მიიჩნევენ მხოლოდ იმათ პრეროგატივად, ვინც მიაღწია სამოთხეს. დაასახელეთ ეს!
პასუხი: ღვინო ბმული: http://moazrovne.net/q/612პასუხი -
ბრიგანტიის რომაელმა ნაცვალმა სერვიუს ლუპუსმა ჩვენი წელთ აღრიცხვის 100 წელს ბრძანა ამ ნაგებობის აგება. გავიდა საუკუნეები. ბრიგანტია გახდა ესპანური ქალაქი ლა-კორუნია. ნაგებობა კი კვლავ ემსახურება ადამიანებს და ასრულებს იგივე დანიშნულებას. რა დანიშნულებას?
პასუხი: შუქურის ბმული: http://moazrovne.net/q/613პასუხი -
ეს ორი ახლო მნიშვნელობის მუქარის გამომხატველი ორი ტერმინი მოვიდა სხვადასხვა ენებიდან. პირველი – სპარსულიდან, მეორე – ფრანგულიდან. პირველი დღემდე გამოიყენება და მათემატიკურ ნიშანთანაც კია დაკავშირებული. მეორე, რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს ცივი იარაღის დეტალთან, მივიწყებულია, როგორც ნატიფი წვრილმანი. დაასახელეთ ორივე ტერმინი!
პასუხი: შახი და გარდე ბმული: http://moazrovne.net/q/614პასუხი
- პაკეტის კომენტარები: