შეკითხვა #605
-
გერმანული ქალაქის ვისბადენის კრიმინალურმა პოლიციამ გამოჰკითხა ექსპერტთა ჯგუფი: ბინის გაქურდვისაგან თავდაცვის რომელი ხერხი მიაჩნიათ მათ განსაკუთრებით ეფექტურად? ყველამ ერთხმად აღიარა, რომ დაცვის საუკეთესო საშუალებებია – პოლიციის ტელეფონზე მიერთებული სიგნალიზაცია და ძაღლი, თანაც ამ უკანასკნელის ზომებს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ხმამაღლა ყეფდეს. დანარჩენი ხერხები, რკინის კარების ჩათვლით, ნაკლებად ქმედითია. კითხვა: რა დაწესებულებაში ჩატარდა ეს გამოკითხვა?
პასუხი: ქალაქის ციხე კომენტარი: ექსპერტები კი პროფესიონალი ბინის ქურდები იყვნენ პაკეტი: საქართველოს მე-5 ჩემპიონატი - ფინალური თამაში ბმული: http://moazrovne.net/q/605 გაზიარება:პასუხი