შეკითხვა #616
-
ვინმე მორის მიჩტონს, გასული საუკუნის დასაწყისში, ნიუ–იორკის ერთ–ერთ უბანში გახსნილი ჰქონდა პატარა, საბავშვო მაღაზია, სადაც იგი ტკბილეულობით და სათამაშოებით ვაჭრობდა. თუმცა სახელი მან გაითქვა არა ტკბილეულობის წარმოებით, არამედ კლიფორდ ბერიმენის მიერ დახატულ, პოლიტიკურ კარიკატურაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქციით.
მაშ რისი წარმოებით გაითქვა სახელი მორის მიჩტონმა იმდროინდელ ამერიკაში?პასუხი: სათამაშო დათვი „ტედი“ კომენტარი: კლიფორდ ბერიმენმა „ვაშინგტონ ივნინგსტარ“–ში დახატა თეოდორ რუზველტის კარიკატურა, რომლის საფუძველზეც მიჩტონმა დაიწყო სათამაშო დათვების სერიული წარმოება. წყარო: Кагарлицкий «Книга о Герберте Уэллсе» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/616 გაზიარება:პასუხი