თბილისის 36-ე ჩემპიონატი
I ტური
სუპერ ლიგა
9 მარტი, 2008
-
შეკითხვა #615 © ირაკლი ნაზღაიძე
ერთხელ სალვადორ დალის, ერთ–ერთმა პარფიუმერულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსათვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. აიღო საგანი, რომელიც სახლში მოიძია, მას ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და განაცხადა, რომ ეს ფლაკონის თავსახურის როლს შეასრულებდა. მწარმოებლებს კი შესთავაზა სუნამოსთვის მიეცათ ერთობ უჩვეულო სახელწოდება “გაელვება”. მაშ რისგან გადაწყვიტა სალვადორ დალიმ ამ ფლაკონის დამზადება?
პასუხი -
ვინმე მორის მიჩტონს, გასული საუკუნის დასაწყისში, ნიუ–იორკის ერთ–ერთ უბანში გახსნილი ჰქონდა პატარა, საბავშვო მაღაზია, სადაც იგი ტკბილეულობით და სათამაშოებით ვაჭრობდა. თუმცა სახელი მან გაითქვა არა ტკბილეულობის წარმოებით, არამედ კლიფორდ ბერიმენის მიერ დახატულ, პოლიტიკურ კარიკატურაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქციით.
მაშ რისი წარმოებით გაითქვა სახელი მორის მიჩტონმა იმდროინდელ ამერიკაში?პასუხი: სათამაშო დათვი „ტედი“ კომენტარი: კლიფორდ ბერიმენმა „ვაშინგტონ ივნინგსტარ“–ში დახატა თეოდორ რუზველტის კარიკატურა, რომლის საფუძველზეც მიჩტონმა დაიწყო სათამაშო დათვების სერიული წარმოება. წყარო: Кагарлицкий «Книга о Герберте Уэллсе» ბმული: http://moazrovne.net/q/616პასუხი -
შეკითხვა #617 © ირაკლი ნაზღაიძე
გერმანულ ენაში არის სიტყვა “zwist”, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან “zwei”, რაც ნიშნავს ორს. ენათმეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენში გავრცელებული ამ სიტყვის ანალოგი, წარმოსდგება ლათინური სიტვისგან “Duo”, რაც ასევე ორს ნიშნავს. თუ მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ მათემატიკოსი, რომლის სიცოცხლეც 1832 წელს ამან შეიწირა.
პასუხი: ევარისტ გალუა კომენტარი: “Zwist” გერმანულად ნიშნავს დუელს. ვარაუდობენ, რომ დუელი – მომდინარეობს სიტყვისაგან “Duo”. 1832 წელს გალუა დუელში დაიღუპა. წყარო:- DUDEN Deutschsches Universal Worterbuch
- ru.wikipedia.org/wiki/Галуа
პასუხი -
ასეთი ადამიანები გერმანიაში ჯერ–ჯერობით სულ სამია. ისტორიის პროფესორი – ეკარდ ფრაიზე, დიასახლისი – მარლენე გრაბჰერი და ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი – გერჰარდ კრემერი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა, რომელიც ამ სიას 2002 წლის ოქტომბერში დაემატა, დაახლოებით ორჯერ მეტს მიაღწია, ვიდრე მისმა წინამორბედებმა.
ერთი წუთის შემდეგ, თქვენ უნდა მითხრათ, რომელ შეკითხვას უკავშირდება ამ ხალხის მიღწევები.პასუხი: ვის უნდა გახდეს მილიონერი?
(ტელეთამაში Who wants to be a Millionaire) კომენტარი: 2002 წლიდან კი გერმანიაში თამაშდება მილიონი ევრო, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ვიდრე მილიონი გერმანული მარკა წყარო: www.rtl.de ბმული: http://moazrovne.net/q/618პასუხი -
ამბობენ, როდესაც ჰაინრიხ ჰაინემ ერთ–ერთ გერმანულ გაზეთში წაიკითხა ეს სტატია, იგი განრისხდა. განრისხდა არა იმდენად სტატიის არსებობის ფაქტის გამო, არამედ იმით, რომ სტატია არ იყო პირველ გვერდზე დაბეჭდილი.
მაშ რას ეხებოდა სტატია, რომელმაც პოეტის ასეთი გულის წყრომა გამოიწვია?პასუხი: ჰაინემ წაიკითხა საკუთარი ნეკროლოგი წყარო: «Знаменитые шутят», изд. Республика 1997г. ბმული: http://moazrovne.net/q/619პასუხი -
შეკითხვა #620 © ირაკლი ნაზღაიძე
დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი თქვენგანი, ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ კრიკეტის მატჩს არ დასწრებია. მაგრამ იმაშიც ვარ დარწმუნებული , რომ მიუხედავად ამისა, ბევრ თქვენგანს მოსმენილი აქვს ჟივილ–ხივილი და ხმაური, რომელიც გულშემატკივართა მქუხარე მხარდაჭერას თან სდევდა, თუმცა მაგ დროს ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ეს ადამიანების მიერ გამოწვეული ხმაურია.
დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც ზემოთხსენებულ მატჩს დაესწრო და შემდგომში მთელს მსოფლიოს მოასმენინა ეს ხმები.პასუხი: პიტერ ჯექსონი კომენტარი: „ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციაში, ჯექსონმა გამოიყენა ეს ხმები, ორკების გასახმოვანებლად. მატჩი ტარდებოდა ახალ ზელანდიაში, სადაც მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები. წყარო: არხი ”TV-1000” გადაცემა ფილმზე “ბეჭდების მბრძანებელი” ბმული: http://moazrovne.net/q/620პასუხი -
ეს სიტყვა ინგლისურში შეიძლება იყოს ზმნაც და არსებითი სახელიც. ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: ათლეტიზმის ერთ–ერთი სახეობა, ცერემონიალური მსვლელობა, ბილიკი ფეხით მოსიარულეთათვის, რაიმეს მოპარვა და სხვა. თუ მიხვდით რომელ სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ ორი სავაჭრო ნიშანი, რომელთა სახელწოდებაში ფიგურირებს ეს ინგლისური სიტყვა და რომელთა სამშობლო კუნძულოვანი სახელმწიფოებია.
პასუხი: Walkman და Johnnie Walker კომენტარი: საუბარი იყო სიტყვაზე “Walk”. Walkman – არის სონის სავაჭრო ნიშანი. Johnnie Walker – შოტლანდიური ვისკი. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/621პასუხი -
ჟიულ ბარტი თავისი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია სპორტის ამ სახეობაში. ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, იგი ჟურნალისტებმა მის ლეგენდარულ თანამემამულეს შეადარეს, რაზეც ენამახვილმა ჩემპიონმა მიუგო: “ის, რასაც ასწავლიან სკოლებში ამ ადამიანზე, სრული მითია. სინამდვილეში მას 11 ვაჟი ჰყავდა და არა ერთი”.
არ გეკითხებით ვის შეადარეს ჩვენი კითხვის გმირი, უბრალოდ დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც ჟიულ ბარტმა მიაღწია ასეთ მაღალ შედეგებს.პასუხი: მშვილდოსნობა კომენტარი: საუბარი იყო ვილჰელმ ტელზე, რომელიც ლეგენდის თანახმად, მშვილდიდან ესროდა საკუთარი ვაჟის თავზე დადებულ ვაშლს. ჟიულ ბარტის აზრით, ვარჯიშების დროს ვილჰელმ ტელის უზუსტობას 11–დან 10 ვაჟი შეეწირა :) ბმული: http://moazrovne.net/q/622პასუხი -
შეკითხვა #623 © ირაკლი ნაზღაიძე
კითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა რუსულენოვან სტატიას, სადაც მოთხრობილია ამ უძველესი მოწყობილობის შექმნის და განვითარების ისტორია. აქვეა სია, რომელშიც მოყვანილია ამ მოწყობილობის სხვადასხვა სახეობა. სიაში მოხსენიებულია სიტყვები: ჯიბე, მაგიდა, წყალი, კედელი, კოშკი, ქვიშა, ხელი და სხვა. მიხვდით რა მოწყობილობაზეა საუბარი და დაასახელეთ ორი სიტყვა, რომლებიც სტატიის სათაურში ფიგურირებენ და რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. მინიშნებისათვის გეტყვით, რომ პირველი სიტყვა – ერთ–ერთი უძველესი ღვთაების სახელია და ამ მოწყობილობის უძველეს სახეობასთან გადატანითი მნიშვნელობით არის დაკავშირებული, ხოლო მეორე – ამ მოწყობილობის ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე ვარიანტთან არის უშუალო კავშირში.
პასუხი: ატონი, ატომი კომენტარი: სტატია ეძღვნებოდა საათის შექმნის ისტორიას. სათაური ჟღერდა, როგორც “От Атона до Атома”. პირველი საათი იყო მზის საათი (ატონი – მზის ღვთაება), უახლესი ვარიანტია – ატომური საათი. ბმული: http://moazrovne.net/q/623პასუხი -
როდესაც პტოლემეოს III აპირებდა სირიაში ანტიოქე II–ს წინააღმდეგ გალაშქრებას, მისმა მეუღლე ბერენიკემ, გადაწყვიტა აფროდიტესთვის მსხვერპლი შეეწირა. ამისათვის მან მისი ყველაზე ძვირფასი “სამკაულიც” კი გაიმეტა. თუმცა დილას, ტაძარში შესულმა აღმოაჩინა, რომ მისი ძღვენი გაუჩინარდა, რამაც რაღა თქმა უნდა დედოფლის რისხვა გამოიწვია. გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან გონებამახვილმა კონონმა იპოვა. არ გეკითხებით ვინ იყო კონონი, დაასახელეთ ადგილი, სადაც მან მოპარული ძღვენი აღმოაჩინა.
პასუხი: ცის კამარა კომენტარი: ასე მოგვითხრობს ლეგენდა თანავარსკვლავედ “ბერენიკეს თმების” შექმნის შესახებ. წყარო: Pierre Grimal “The Dictionary of Classical Mythology” ბმული: http://moazrovne.net/q/624პასუხი -
შეკითხვა #625 © ირაკლი ნაზღაიძე
ასე აღწერს “იაკობის კიბეს” XII საუკუნეში მცხოვრები და მოღვაწე აბატისა – ჰერდა ლანდსბერგელი: “ანგელოზები და დემონები უსასრულო ჯაჭვივით მოძრაობენ მასზე და ხელს უშლიან ადამიანებს ზემოთ ასვლაში. ადამიანები ძირს ეცემიან, მაგრამ კვლავ ცდილობენ ზემოთ აბობღვას, თუმცა უშედეგოდ”. ამის შესახებ ისტორიკოსი ლე გოფი თავის წიგნში წერს, რომ ეს არის “ქრისტიანულ რეალობაში გადმოტანილი...” არ გეკითხებით რა, უბრალოდ დაასახელეთ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, რომლის ერთ–ერთი ნაწარმოების სათაურსაც წარმოადგენს გამოტოვებული სიტყვები.
პასუხი: ალბერ კამიუ კომენტარი: “ქრისტიანულ რეალობაში გადმოტანილი მითი სიზიფეზე”. ლე გოფის აზრით, აბატისას მიერ აღწერილი მითი, ძალიან ჰგავს მითს სიზიფეს შესახებ, სადაც ასევე სრულიად უნაყოფო მოქმედება ხდება. წყარო: Ж. Ле Гофф «Цивилизация средневекового запада» ბმული: http://moazrovne.net/q/625პასუხი -
შეკითხვა #626 © ირაკლი ნაზღაიძე
არისტოტელემ ამ არსებას “აკაფელესი” უწოდა, რაც ჭინჭარს ნიშნავს. პლინიუსმა კი სხვა სახელი შემოგვთავაზა “ზღვის ფილტვი”. კარლ ლინეიმ კი მას, ერთ–ერთი დის სახელი მისცა, რომელიც ამ არსებას დღემდე შემორჩა. თქვენ კი, ერთი წუთის შემდეგ, უნდა გაიხსენეთ უკანსკნელი ათწლეულების ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა და დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელთანაც დღევანდელ სამყაროში ამ დის გამოსახულება ასოცირდება.
პასუხი: ჯანი ვერსაჩე კომენტარი: საუბარია მედუზაზე, რომელსაც კარლ ლინეიმ დაანათლა გორგონებიდან ერთ–ერთი დის, მედუზას სახელი. მედუზა გორგონა ვერსაჩეს სიმბოლოა. წყარო: Рохлов «Занимательная зоология» ბმული: http://moazrovne.net/q/626პასუხი -
შეკითხვა #627 © ირაკლი ნაზღაიძე
როდესაც ამ ჯგუფმა პირველად შეასრულა ეს ნაწარმოები, გაზეთებში გამოჩნდა კრიტიკოსთა გამოხმაურება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ძნელია იმის დადგენა, ნამდვილად პატრიოტული გრძნობებით აღსავსენი არიან მუსიკოსები, თუ ისინი საკუთარი ჯგუფის კეთილდღეობისათვის ლოცულობენ. არ გეკითხებით ამ მუსიკალური ჯგუფის სახელწოდებას, დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: ბრიტანეთის ჰიმნი (God Save The Queen) კომენტარი: საუბარია ჯგუფი “Queen”–ის მიერ ბრიტანეთის ჰიმნის შესრულებაზე ბმული: http://moazrovne.net/q/627პასუხი -
შეკითხვა #628 © ირაკლი ნაზღაიძე
ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეებში აღმართულ ქრისტიანულ ტაძრებში ხშირად შეიძლება წარმართთა გამოსახულებებიც ვიხილოთ. მაგალითად, შარტრის ეკლესიის შესასვლელში, დონატუსის, ციცერონის, არისტოტელეს, პითაგორას, პტოლემეოსის, ევკლიდეს და ბეოციუსის გამოსახულებებია აღბეჭდილი. დაასახელეთ ის, რის პერსონიფიკაციასაც, ფრანგი ისტორიკოსის აზრით, ზემოთხსენებული ადამიანები წარმოადგენენ.
პასუხი: შვიდი თავისუფალი ხელოვნება კომენტარი: დონატუსი – გრამატიკა, ციცერონი – რიტორიკა, არისტოტელე – დიალექტიკა, პითაგორა – არითმეტიკა, პტოლემეუსი – ასტრონომია, ევკლიდე – გეომეტრია, ბოეციუსი – მუსიკა. წყარო: Ж. Ле Гофф «Цивилизация средневекового запада» ბმული: http://moazrovne.net/q/628პასუხი -
შეკითხვა #629 © ირაკლი ნაზღაიძე
ეს სიტყვა ფიგურირებს ისააკ ნიუტონის მიერ შექმნილი მექანიკური მოწყობილობის სახელწოდებაში, რომელიც ენერგიის გარდაქმნის დემონსტრირებას ახდენს და რომელიც ალბათ ბევრ თქვენთაგანს უნახავს. ეს სიტყვა აგრეთვე ფიგურირებს შტატ ვირჯინიას ოფიციალურ მეტსახელში, რომელიც მან დაიმსახურა, როგორც ამერიკის რამოდენიმე პრეზიდენტის მშობლიურმა შტატმა. ცნობილი ქართული წყაროს მიხედვით კი, ერთ–ერთი მათგანი დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან და მუდმივ ჰიდროიზოლაციაში იმყოფება. არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ არსება, რომლისთვისაც ეს შეიქმნა 1963 წელს განთქმული ამერიკელის მიერ.
პასუხი: კატა კომენტარი: საუბარია “აკვანზე”. მოწყობილობა – ნიუტონის აკვანი, ვირჯინიას მეტსახელი – პრეზიდენტების აკვანი, ილიას მიხედვით ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო. 1963 წელს კურტ ვონეგუტმა დაწერა რომანი “Cat's Cradle”. წყარო: Энциклопедия Кирилла и Мефодия 2005 ბმული: http://moazrovne.net/q/629პასუხი -
შეკითხვა #630 © ირაკლი ნაზღაიძე
ეს მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშანი შეიქმნა 1929 წელს ლონდონში და მისი სახელწოდება წარმოადგენს აბრევიატურას სიტყვებისა: “გამძლეობა”, “საიმედოობა”, “აღმატებულობა” (უპირატესობა). 2004 წლის 1 დეკემბერს ევროპაში გამოჩნდა სარეკლამო რგოლი, რომელიც მიეძღვნა ამ სავაჭრო ნიშნის 75 წლის იუბილეს. დაასახელეთ რომელ სავაჭრო ნიშანზეა საუბარი.
პასუხი: DUREX კომენტარი: საუბარია კონტრაცეპტივების მწარმოებელ სავაჭრო ნიშანზე DUREX (“გამძლეობა”, “საიმედოობა”, “აღმატებულობა (უპირატესობა)” - Durability, Reliability, Excellence). 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, რაც დამატებითი მინიშნებაა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/630პასუხი -
შეკითხვა #631 © ირაკლი ნაზღაიძე
კარლ საგანის რომანის “კონტაქტის” მთავარმა გმირმა ენიმ, პირველად ამის არსებობის შესახებ მე–7 კლასში შეიტყო. პატარა გოგონას წარმოდგენაში, ეს რაღაც, სტოუნჰენჯის “თაღებს” წააგავდა და მათთან ასოცირდებოდა. ამ რაღაცით ძალზედ დაინტერესებულმა ბავშვმა, სხვადასხვა ზომის კონსერვის ქილების შეგროვებაც კი დაიწყო. არ გეკითხებით რა ექსპერიმენტებს ატარებდა ცნობისმოყვარე გოგონა ამ ქილებზე, უბრალოდ მითხარით რისი არსებობის შესახებ შეიტყო საგანის გმირმა მე–7 კლასში.
პასუხი: პი (π) კომენტარი: სტოუნჰენჯის თაღი ვიზუალურად ძალიან ჰგავს π–ს. ხოლო სხვადასხვა ზომის კონსერვის ქილების საშუალებით, გოგონა π–ს მნიშვნელობას ამოწმებდა. წყარო: К. Саган «Контакт» ბმული: http://moazrovne.net/q/631პასუხი -
შეკითხვა #632 © ირაკლი ნაზღაიძე
ბრიტანელი ბერის, სახელად კედმონის, შუასაუკუნოვან მანუსკრიპტის ერთ–ერთ თავში მოყვანილია დიალოგი, რომლის მოქმედი პირი სვავს შეკითხვას, რაზეც პასუხად ღებულობს: “რა თქმა უნდა 72”. ასეთი სიზუსტით გაოგნებული შეკითხვის ავტორი ითხოვს პასუხის დასაბუთებას, რასთან დაკავშირებითაც ღებულობს არგუმენტაციას: “ნოეს ჰყავდა სამი ვაჟი – სემი, ქამი და იაფეტი. სემს ჰყავდა 27 ვაჟი, ქამს – 30, ხოლო იაფეტს – 15”. დღევანდელი მონაცემებით ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან პასუხი მერყეობს 2500–დან 5000–მდე. არ გეკითხებით რომელ შეკითხვას მოჰყვა ზემოთხსენებული დიალოგი, უბრალოდ დაასახელეთ ტოპონიმი, რომელიც არაერთხელ არის ნახსენები ამ მანუსკრიპტში.
პასუხი: ბაბილონი კომენტარი: მანუსკრიპტში არის განხილული ენების წარმოშობის თეორია. ბიბლიის თანახმად, ნოეს შვილიშვილები ითვლებიან დღევანდელი ხალხების და შესაბამისად ენების ფუძემდებლებად. დიალოგს წინ უსწრებს საუბარი ბაბილონის გოდოლის შესახებ. წყარო: Г. Кенигсбергер «История Европы» ბმული: http://moazrovne.net/q/632პასუხი -
შეკითხვა #633 © ირაკლი ნაზღაიძე
ცნობილი მწერლის სიტყვებს, თუ დავუჯერებთ, მას ისე დეტალურად აქვს აღწერილი თავის ნაწარმოებებში ეს ქალაქი, რომ სრული განადგურების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნება მისი ნაწარმოებების მიხედვით ქალაქის რეკონსტრუქცია. ენციკლოპედია Wikipedia-ს თანახმად კი, ეს არის ლიტერატურის დარგში ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატის მშობლიური ქალაქი. არ გეკითხებით ამ მწერლის გვარს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ქალაქი.
პასუხი: დუბლინი კომენტარი: საუბარი იყო ჯეიმს ჯოისზე (დუბლინელები, ულისე). ნობელის პრემიის ლაურეატები: უილიამ ბატლერ იეიტსი, სემუელ ბეკეტი და ბერნარდ შოუ. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Дублин ბმული: http://moazrovne.net/q/633პასუხი -
შეკითხვა #634 © ირაკლი ნაზღაიძე
ამბობენ, რომ განთქმულმა კინოპროდუსერმა დინო დე ლაურენტისმა, თავის ახალ პროექტში მონაწილეობისათვის რიდლი სკოტი მიიწვია, მაგრამ რეჟისორმა მას უარი განუცხადა. უარის მიზეზი კი ახალი ფილმის სცენარი იყო, ვინაიდან როდესაც სკოტმა დახედა სცენარის გარეკანს, განაცხადა, რომ ევროპას იგი უდიდესი სიამოვნებით ეწვევა, მაგრამ სპილოების გადაღების არანაირი სურვილი არ აქვს. საბოლოოდ პროდუსერმა მაინც დაითანხმა რეჟისორი და ახალი პროექტიც შედგა.
დაასახელეთ ჰოლივუდელი მსახიობი მამაკაცი, რომელმაც რიდლის სკოტის ამ ფილმში მთავარი პერსონაჟის როლი განასახიერა.პასუხი: ენტონი ჰოპკინსი კომენტარი: საუბარია კინოფილმ “ჰანიბალზე”. თავდაპირველად სკოტს ეგონა, რომ მას ძველი კართაგენელი სარდლის, ჰანიბალის ისტორიაზე ფილმის შექმნას სთავაზობენ. თუმცა საბოლოოდ, როგორც გაირკვა, ფილმი უნდა გადაეღოთ ჰანიბალ ლექტორზე („კრავთა დუმილის“ გაგრძელება). ბმული: http://moazrovne.net/q/634პასუხი
- პაკეტის კომენტარები: