შეკითხვა #621
-
ეს სიტყვა ინგლისურში შეიძლება იყოს ზმნაც და არსებითი სახელიც. ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: ათლეტიზმის ერთ–ერთი სახეობა, ცერემონიალური მსვლელობა, ბილიკი ფეხით მოსიარულეთათვის, რაიმეს მოპარვა და სხვა. თუ მიხვდით რომელ სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ ორი სავაჭრო ნიშანი, რომელთა სახელწოდებაში ფიგურირებს ეს ინგლისური სიტყვა და რომელთა სამშობლო კუნძულოვანი სახელმწიფოებია.
პასუხი: Walkman და Johnnie Walker კომენტარი: საუბარი იყო სიტყვაზე “Walk”. Walkman – არის სონის სავაჭრო ნიშანი. Johnnie Walker – შოტლანდიური ვისკი. წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/621 გაზიარება:პასუხი