შეკითხვა #622
-
ჟიულ ბარტი თავისი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია სპორტის ამ სახეობაში. ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, იგი ჟურნალისტებმა მის ლეგენდარულ თანამემამულეს შეადარეს, რაზეც ენამახვილმა ჩემპიონმა მიუგო: “ის, რასაც ასწავლიან სკოლებში ამ ადამიანზე, სრული მითია. სინამდვილეში მას 11 ვაჟი ჰყავდა და არა ერთი”.
არ გეკითხებით ვის შეადარეს ჩვენი კითხვის გმირი, უბრალოდ დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც ჟიულ ბარტმა მიაღწია ასეთ მაღალ შედეგებს.პასუხი: მშვილდოსნობა კომენტარი: საუბარი იყო ვილჰელმ ტელზე, რომელიც ლეგენდის თანახმად, მშვილდიდან ესროდა საკუთარი ვაჟის თავზე დადებულ ვაშლს. ჟიულ ბარტის აზრით, ვარჯიშების დროს ვილჰელმ ტელის უზუსტობას 11–დან 10 ვაჟი შეეწირა :) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/622 გაზიარება:პასუხი