შეკითხვა #623
-
კითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა რუსულენოვან სტატიას, სადაც მოთხრობილია ამ უძველესი მოწყობილობის შექმნის და განვითარების ისტორია. აქვეა სია, რომელშიც მოყვანილია ამ მოწყობილობის სხვადასხვა სახეობა. სიაში მოხსენიებულია სიტყვები: ჯიბე, მაგიდა, წყალი, კედელი, კოშკი, ქვიშა, ხელი და სხვა. მიხვდით რა მოწყობილობაზეა საუბარი და დაასახელეთ ორი სიტყვა, რომლებიც სტატიის სათაურში ფიგურირებენ და რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. მინიშნებისათვის გეტყვით, რომ პირველი სიტყვა – ერთ–ერთი უძველესი ღვთაების სახელია და ამ მოწყობილობის უძველეს სახეობასთან გადატანითი მნიშვნელობით არის დაკავშირებული, ხოლო მეორე – ამ მოწყობილობის ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე ვარიანტთან არის უშუალო კავშირში.
პასუხი: ატონი, ატომი კომენტარი: სტატია ეძღვნებოდა საათის შექმნის ისტორიას. სათაური ჟღერდა, როგორც “От Атона до Атома”. პირველი საათი იყო მზის საათი (ატონი – მზის ღვთაება), უახლესი ვარიანტია – ატომური საათი. პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/623 გაზიარება:პასუხი