შეკითხვა #624
-
როდესაც პტოლემეოს III აპირებდა სირიაში ანტიოქე II–ს წინააღმდეგ გალაშქრებას, მისმა მეუღლე ბერენიკემ, გადაწყვიტა აფროდიტესთვის მსხვერპლი შეეწირა. ამისათვის მან მისი ყველაზე ძვირფასი “სამკაულიც” კი გაიმეტა. თუმცა დილას, ტაძარში შესულმა აღმოაჩინა, რომ მისი ძღვენი გაუჩინარდა, რამაც რაღა თქმა უნდა დედოფლის რისხვა გამოიწვია. გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან გონებამახვილმა კონონმა იპოვა. არ გეკითხებით ვინ იყო კონონი, დაასახელეთ ადგილი, სადაც მან მოპარული ძღვენი აღმოაჩინა.
პასუხი: ცის კამარა კომენტარი: ასე მოგვითხრობს ლეგენდა თანავარსკვლავედ “ბერენიკეს თმების” შექმნის შესახებ. წყარო: Pierre Grimal “The Dictionary of Classical Mythology” პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/624 გაზიარება:პასუხი