შეკითხვა #625
-
ასე აღწერს “იაკობის კიბეს” XII საუკუნეში მცხოვრები და მოღვაწე აბატისა – ჰერდა ლანდსბერგელი: “ანგელოზები და დემონები უსასრულო ჯაჭვივით მოძრაობენ მასზე და ხელს უშლიან ადამიანებს ზემოთ ასვლაში. ადამიანები ძირს ეცემიან, მაგრამ კვლავ ცდილობენ ზემოთ აბობღვას, თუმცა უშედეგოდ”. ამის შესახებ ისტორიკოსი ლე გოფი თავის წიგნში წერს, რომ ეს არის “ქრისტიანულ რეალობაში გადმოტანილი...” არ გეკითხებით რა, უბრალოდ დაასახელეთ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, რომლის ერთ–ერთი ნაწარმოების სათაურსაც წარმოადგენს გამოტოვებული სიტყვები.
პასუხი: ალბერ კამიუ კომენტარი: “ქრისტიანულ რეალობაში გადმოტანილი მითი სიზიფეზე”. ლე გოფის აზრით, აბატისას მიერ აღწერილი მითი, ძალიან ჰგავს მითს სიზიფეს შესახებ, სადაც ასევე სრულიად უნაყოფო მოქმედება ხდება. წყარო: Ж. Ле Гофф «Цивилизация средневекового запада» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/625 გაზიარება:პასუხი