შეკითხვა #626
-
არისტოტელემ ამ არსებას “აკაფელესი” უწოდა, რაც ჭინჭარს ნიშნავს. პლინიუსმა კი სხვა სახელი შემოგვთავაზა “ზღვის ფილტვი”. კარლ ლინეიმ კი მას, ერთ–ერთი დის სახელი მისცა, რომელიც ამ არსებას დღემდე შემორჩა. თქვენ კი, ერთი წუთის შემდეგ, უნდა გაიხსენეთ უკანსკნელი ათწლეულების ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა და დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელთანაც დღევანდელ სამყაროში ამ დის გამოსახულება ასოცირდება.
პასუხი: ჯანი ვერსაჩე კომენტარი: საუბარია მედუზაზე, რომელსაც კარლ ლინეიმ დაანათლა გორგონებიდან ერთ–ერთი დის, მედუზას სახელი. მედუზა გორგონა ვერსაჩეს სიმბოლოა. წყარო: Рохлов «Занимательная зоология» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/626 გაზიარება:პასუხი