შეკითხვა #627
-
როდესაც ამ ჯგუფმა პირველად შეასრულა ეს ნაწარმოები, გაზეთებში გამოჩნდა კრიტიკოსთა გამოხმაურება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ძნელია იმის დადგენა, ნამდვილად პატრიოტული გრძნობებით აღსავსენი არიან მუსიკოსები, თუ ისინი საკუთარი ჯგუფის კეთილდღეობისათვის ლოცულობენ. არ გეკითხებით ამ მუსიკალური ჯგუფის სახელწოდებას, დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
კომენტარები:პასუხი: ბრიტანეთის ჰიმნი (God Save The Queen) კომენტარი: საუბარია ჯგუფი “Queen”–ის მიერ ბრიტანეთის ჰიმნის შესრულებაზე პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/627 გაზიარება:პასუხი






ყველა პასუხის გახსნა/დახურვა

