შეკითხვა #628
-
ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეებში აღმართულ ქრისტიანულ ტაძრებში ხშირად შეიძლება წარმართთა გამოსახულებებიც ვიხილოთ. მაგალითად, შარტრის ეკლესიის შესასვლელში, დონატუსის, ციცერონის, არისტოტელეს, პითაგორას, პტოლემეოსის, ევკლიდეს და ბეოციუსის გამოსახულებებია აღბეჭდილი. დაასახელეთ ის, რის პერსონიფიკაციასაც, ფრანგი ისტორიკოსის აზრით, ზემოთხსენებული ადამიანები წარმოადგენენ.
პასუხი: შვიდი თავისუფალი ხელოვნება კომენტარი: დონატუსი – გრამატიკა, ციცერონი – რიტორიკა, არისტოტელე – დიალექტიკა, პითაგორა – არითმეტიკა, პტოლემეუსი – ასტრონომია, ევკლიდე – გეომეტრია, ბოეციუსი – მუსიკა. წყარო: Ж. Ле Гофф «Цивилизация средневекового запада» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/628 გაზიარება:პასუხი