შეკითხვა #629
-
ეს სიტყვა ფიგურირებს ისააკ ნიუტონის მიერ შექმნილი მექანიკური მოწყობილობის სახელწოდებაში, რომელიც ენერგიის გარდაქმნის დემონსტრირებას ახდენს და რომელიც ალბათ ბევრ თქვენთაგანს უნახავს. ეს სიტყვა აგრეთვე ფიგურირებს შტატ ვირჯინიას ოფიციალურ მეტსახელში, რომელიც მან დაიმსახურა, როგორც ამერიკის რამოდენიმე პრეზიდენტის მშობლიურმა შტატმა. ცნობილი ქართული წყაროს მიხედვით კი, ერთ–ერთი მათგანი დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან და მუდმივ ჰიდროიზოლაციაში იმყოფება. არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ არსება, რომლისთვისაც ეს შეიქმნა 1963 წელს განთქმული ამერიკელის მიერ.
პასუხი: კატა კომენტარი: საუბარია “აკვანზე”. მოწყობილობა – ნიუტონის აკვანი, ვირჯინიას მეტსახელი – პრეზიდენტების აკვანი, ილიას მიხედვით ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო. 1963 წელს კურტ ვონეგუტმა დაწერა რომანი “Cat's Cradle”. წყარო: Энциклопедия Кирилла и Мефодия 2005 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/629 გაზიარება:პასუხი