შეკითხვა #630
-
ეს მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშანი შეიქმნა 1929 წელს ლონდონში და მისი სახელწოდება წარმოადგენს აბრევიატურას სიტყვებისა: “გამძლეობა”, “საიმედოობა”, “აღმატებულობა” (უპირატესობა). 2004 წლის 1 დეკემბერს ევროპაში გამოჩნდა სარეკლამო რგოლი, რომელიც მიეძღვნა ამ სავაჭრო ნიშნის 75 წლის იუბილეს. დაასახელეთ რომელ სავაჭრო ნიშანზეა საუბარი.
პასუხი: DUREX კომენტარი: საუბარია კონტრაცეპტივების მწარმოებელ სავაჭრო ნიშანზე DUREX (“გამძლეობა”, “საიმედოობა”, “აღმატებულობა (უპირატესობა)” - Durability, Reliability, Excellence). 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, რაც დამატებითი მინიშნებაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/630 გაზიარება:პასუხი