შეკითხვა #631
-
კარლ საგანის რომანის “კონტაქტის” მთავარმა გმირმა ენიმ, პირველად ამის არსებობის შესახებ მე–7 კლასში შეიტყო. პატარა გოგონას წარმოდგენაში, ეს რაღაც, სტოუნჰენჯის “თაღებს” წააგავდა და მათთან ასოცირდებოდა. ამ რაღაცით ძალზედ დაინტერესებულმა ბავშვმა, სხვადასხვა ზომის კონსერვის ქილების შეგროვებაც კი დაიწყო. არ გეკითხებით რა ექსპერიმენტებს ატარებდა ცნობისმოყვარე გოგონა ამ ქილებზე, უბრალოდ მითხარით რისი არსებობის შესახებ შეიტყო საგანის გმირმა მე–7 კლასში.
პასუხი: პი (π) კომენტარი: სტოუნჰენჯის თაღი ვიზუალურად ძალიან ჰგავს π–ს. ხოლო სხვადასხვა ზომის კონსერვის ქილების საშუალებით, გოგონა π–ს მნიშვნელობას ამოწმებდა. წყარო: К. Саган «Контакт» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/631 გაზიარება:პასუხი