შეკითხვა #632
-
ბრიტანელი ბერის, სახელად კედმონის, შუასაუკუნოვან მანუსკრიპტის ერთ–ერთ თავში მოყვანილია დიალოგი, რომლის მოქმედი პირი სვავს შეკითხვას, რაზეც პასუხად ღებულობს: “რა თქმა უნდა 72”. ასეთი სიზუსტით გაოგნებული შეკითხვის ავტორი ითხოვს პასუხის დასაბუთებას, რასთან დაკავშირებითაც ღებულობს არგუმენტაციას: “ნოეს ჰყავდა სამი ვაჟი – სემი, ქამი და იაფეტი. სემს ჰყავდა 27 ვაჟი, ქამს – 30, ხოლო იაფეტს – 15”. დღევანდელი მონაცემებით ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან პასუხი მერყეობს 2500–დან 5000–მდე. არ გეკითხებით რომელ შეკითხვას მოჰყვა ზემოთხსენებული დიალოგი, უბრალოდ დაასახელეთ ტოპონიმი, რომელიც არაერთხელ არის ნახსენები ამ მანუსკრიპტში.
პასუხი: ბაბილონი კომენტარი: მანუსკრიპტში არის განხილული ენების წარმოშობის თეორია. ბიბლიის თანახმად, ნოეს შვილიშვილები ითვლებიან დღევანდელი ხალხების და შესაბამისად ენების ფუძემდებლებად. დიალოგს წინ უსწრებს საუბარი ბაბილონის გოდოლის შესახებ. წყარო: Г. Кенигсбергер «История Европы» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/632 გაზიარება:პასუხი