შეკითხვა #633
-
ცნობილი მწერლის სიტყვებს, თუ დავუჯერებთ, მას ისე დეტალურად აქვს აღწერილი თავის ნაწარმოებებში ეს ქალაქი, რომ სრული განადგურების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნება მისი ნაწარმოებების მიხედვით ქალაქის რეკონსტრუქცია. ენციკლოპედია Wikipedia-ს თანახმად კი, ეს არის ლიტერატურის დარგში ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატის მშობლიური ქალაქი. არ გეკითხებით ამ მწერლის გვარს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ქალაქი.
პასუხი: დუბლინი კომენტარი: საუბარი იყო ჯეიმს ჯოისზე (დუბლინელები, ულისე). ნობელის პრემიის ლაურეატები: უილიამ ბატლერ იეიტსი, სემუელ ბეკეტი და ბერნარდ შოუ. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Дублин პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/633 გაზიარება:პასუხი