შეკითხვა #638
-
1990 წელს უილიამ სტეიგმა დაწერა და დაასურათა წიგნი. წიგნის მთავარი პერსონაჟის სახელი მან აიღო გერმანული სიტყვიდან, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც „ძრწოლა“. მიუხედავად მისი თვინიერი ხასიათისა, ეს პერსონაჟი მართლაც რომ შიშს და ძრწოლას თესავს ყველგან წიგნში მოთხრობილი მთელი ამბის განმავლობაში, თუმცა საბოლოოდ მას მაინც ეწვევა სიყვარული და ამბავიც კეთილად მთავრდება. დაასახელად ამ პერსონაჟის სახელი.
პასუხი: შრეკი კომენტარი: სწორად ამ საბავშვო წიგნის საფუძველზე შეიქმნა შემდეგ მულტ-ტრილოგია წყარო: en.wikipedia.org/wiki/Shrek პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/638 გაზიარება:პასუხი