შეკითხვა #639
-
ამ პარამეტრით მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ირანი, რომლის რიცხვითი მაჩვენებელი მერყეობს 5-სა და 6 მილიონს შორის. მესამეზე – ერაყი 4-დან 5-მილიონამდე მაჩვენებლით. მეოთხეზე – სირია 2-დან 3 მილიონამდე მაჩვენებლით. მე არ გეკითხებით თუ რას აღნიშნავენ ეს რიცხვები. დამისახელეთ ქვეყანა, რომელიც იმყოფება ამ სიაში პირველ ადგილზე და რომლის რიცხვითი მაჩვენებელი აჭარბებს 15 მილიონ ერთეულს.
პასუხი: თურქეთი კომენტარი: საუბარია ქურთების განაწილებაზე ქვეყნების მიხედვით წყარო: en.wikipedia.org/wiki/Kurds პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/639 გაზიარება:პასუხი