შეკითხვა #644
-
ეს ორი სიტყვა აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა აქტიურად გამოიყენება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. პაციფისტური იდეებით გამსჭვალული და რეგიონში მშვიდობის დამყარების მსურველი პირები ამ სიტყვების საშუალებით მიუთითებენ მათ „ბუკვალურ” მნიშნველობაზე და აცხადებენ – ისევე როგორც მათ აქვთ ერთი წარმომავლობა, ასევე ებრაელ და პალესტინელ ხალხსაც საერთო წარსული აქვსო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელ-პალესტინური პაციფისტური შეხვედრები სიმბოლურად, და არა მხოლოდ სიმბოლურად, იწყება სწორად ამ ორი სიტყვით. დაასახელეთ ორივე თუ მათი „ბუკვალური“ მნიშვნელობა მე უკვე ვახსენე კითხვის წაკითხვის პროცესში.
პასუხი: სალაამ და შალომ – სალამი და შალომიც მიიღება კომენტარი: ერთი არაბულად ნიშნავს „მშვიდობას” და მეორე ივრითზე, ორივე წარმოადგენენ მისალმების სიტყვებს წყარო: en.wikipedia.org/wiki/Peace–symbol პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/644 გაზიარება:პასუხი