შეკითხვა #646
-
სემაფორულ ანბანში ინგლისური ანბანის მეთოთხმეტე ასო გამოისახება ორი დროშით, როდესაც მარცხენა და მარჯვენა ხელი, ორივე დაბლაა დაშვებული მხრების დონეზე. ინგლისური ანბანის მეოთხე ასო კი გამოისახება ორი დროშის საშუალებით, როდესაც მარჯვენა ხელი მაღლაა აწეული, მარჯვენა დაბლა და ორივე ხელი ერთმანეთთან გაშლილ კუთხეს ადგენენ. ამ ორი სიმბოლოს და კიდევ ერთი მარადიული სიმბოლოს გაერთიანებით 1958 წლის თებერვალში ჯერალდ ჰოლტომმა შექმნა ახალი სიმბოლო, რომელიც ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა გამოსახოთ თქვენს ფურცლებზე.
პასუხი: საუბარია ბირთვული განიარაღების სიმბოლოზე კომენტარი: მეთოთხმეტე ასო არის "N", მეოთხე – "D", ორივე ერთად წარმოადგენენ Nuclear Disarmament-ის აბრევიატურას. საუბარია წრეში ჩახატულ «ქათმის ფეხზე» – როგორც მას ასე ხშირად მოიხსენიებენ. პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/646 გაზიარება:პასუხი