შეკითხვა #647
-
იქსი გასული საუკუნის 50-იან წლებში ავსტრიული წარმოშობის ამერიკელმა, რობერტ ადლერმა შექმნა. აშშ-ს ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ დღესდღეობით ყოველ ამერიკულ ოჯახში საშუალოდ არის 4 იქსი, სხვა მონაცემებით ეს რიცხვი 5-ს და 6-საც კი აღწევს. თითოეული იქსი კი – საშუალოდ შეიცავს 30-დან 50 იგრეკამდე. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: იქსი – დისტანციური მართვის პულტი, იგრეკი – ღილაკი პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/647 გაზიარება:პასუხი