შეკითხვა #648
-
ასწლიანი ომის დროს, აზენკურის ბრძოლის წინ, 1415 წლის ოქტომბერში, ფრანგები იქადნებოდნენ, რომ ინგლისელთა მშვილდოსნებს, მას შემდეგ რაც ისინი ფრანგების ტყვეობაში ჩავარდებოდნენ, მოკვეთდნენ სხეულის იმ ნაწილს, რომელიც ბრძოლაში მათთვის ყველაზე ძვირფასი იყო. როგორც მოგეხსენებათ ბრძოლა ფრანგების გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ლეგენდის თანახმად სწორად ამ ბრძოლის შემდეგ, ინგლისელები ჩადიან ქმედებას, რომელიც პირადად ჩემთვის (კითხვის ავტორისათვის) ასოცირდება ქალის სახელთან. დამისახელეთ ქალის ეს სახელი.
პასუხი: ვიქტორია კომენტარი: საუბარია საჩვენებელი და არათითებით გამარჯვების მიმანიშნებელ ჟესტზე „ვიქტორიზე“, ზუსტად ამ თითებს იყენებდნენ ინგლისელი მშვილდოსნები სროლის დროს წყარო: en.wikipedia.org/wiki/V-sign პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/648 გაზიარება:პასუხი