შეკითხვა #654
-
ჯეისონ ლუისი 13 წლის განმავლობაში მოგზაურობდა დედამიწის გარშემო. ამასთან ის გადაადგილდებოდა მხოლოდ იმ საშუალებებით, რომლებიც მოძრაობაში მოდის ადამიანის კუნთების მეშვეობით. მან ველოსიპედის, წყლის ველოსიპედის, კანოეს, კატამარანის, გორგოლაჭების და ციგურების საშუალებით მოიარა ხუთი კონტინენტი და შინ მშვიდობით დაბრუნდა. დასახლებული პუნქტი, საიდანაც მან აიღო სტარტი და სადაც მან დაასრულა თავისი 13-წლიანი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო არც-თუ შემთხვევით იყო შერჩეული. დაასახელეთ ეს დასახლებული პუნქტი და გაითვალისწინეთ, რომ მის სახელში სამი ერთნაირი ხმოვანია.
პასუხი: გრინვიჩი კომენტარი: მასზე გადის ნულოვანი მერიდიანი წყარო: en.wikipedia.org/wiki/Jason–Lewis–(adventurer) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/654 გაზიარება:პასუხი