შეკითხვა #663
-
ამ ეგზოტიკური „დაწესებულების“ სახელწოდების არაბული ვარიანტი გამოიყენება როგორც ჩვენთვის ცნობილი შინაარსით, ასევე ნებისმიერი წმინდა ადგილის აღსანიშნავად. მისი მეორე სახელწოდება წარმოდგება იტალიური სიტყვისაგან „შემოსაზღვრული ადგილი, სამხეცე“, კიდევ ერთი სახელი ჰინდური წარმოშობისაა და ჰინდის ენაზე ”ფარდას” ნიშნავს. მოცარტმა აჩვენა, რომ იქ შესანიშნვად მღერიან, ხოლო ერთი რუსული ინტერნეტ–საიტი ამტკიცებს, რომ იქ არ არსებობენ ცუდი მოცეკვავეები. დამისახელეთ ეს „დაწესებულება“!
პასუხი: ჰარამხანა (ჰარემი, სერალი, ფურდახი) წყარო: ec-dejavu.ru/h/Harem.html პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/663 გაზიარება:პასუხი