თბილისის 36-ე ჩემპიონატი
III ტური
სუპერ ლიგა
30 მარტი, 2008
-
შეკითხვა #658 © ლაშა კილაძე
შუა საუკუნეების რუსეთში ეს შეჯიბრი ეკლესიის ახლოს ან სამრეკლოზე ტარდებოდა ხოლმე და ძირითადად გარდაცვლილი ნათესავების სულის მოგონებას ემსახურებოდა. არსებობდა შეჯიბრის ორი ნაირსახეობა - ინდივიდუალური და ჯგუფური. აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლის ეს სახეობა, ბანქოსთან და კამათლით თამაშთან ერთად, მოიხსენიება რუსულ საეკლესიო წყაროებში 1629 წელს, როცა ვოლოგდის ეპისკოპოსმა ვარლამმა ისინი ყველა ერთად აკრძალა. მაშ, რა შეჯიბრზეა საუბარი, თუკი ის აუცილებლად გაიმართება რუსეთში დაახლოებით ერთი თვის შემდეგ?
პასუხი: კვერცხების დაჭიდება კომენტარი: წითელი კვერცხების დაჭიდება აღდგომაზე წყარო: ec-dejavu.ru/e/Egg.html ბმული: http://moazrovne.net/q/658პასუხი -
შეკითხვა #659 © ლაშა კილაძე
ალბათ ზოგმა ჩვენთაგანმა არ იცის, თუ რას წარმოადგენს მიქაელ მუსკულუსი. თუმცა მისი თავი ძალიან ცნობილი სიმბილოა და მისი სილუეტი ბევრ ფილმში ამა თუ იმ სახით შეგვხვედრია. მაგალითისათვის შემიძლია დაგისახელოთ ბემბი, მძინარე მზეთუნახავი, მეფე-ლომი, პიტერ პენი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა. მაშ, რა სახელით ვიცნობთ ჩვენ მიქაელ მუსკულუსს?
პასუხი: მიკი მაუსი კომენტარი: დაბადების თარიღი - 1928 წელი. მისი თავი არის დისნეის ცნობილი სიმბოლო. მიქაელ მუსკულუსი არის მიკი მაუსის ლათინური სახელწოდება. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Микки_Маус ბმული: http://moazrovne.net/q/659პასუხი -
შეკითხვა #660 © ლაშა კილაძე
რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპნია ნტვ-ს ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ერთერთი მატჩის რეპორტაჟის წაყვანის დროს რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ მოედანზე ადგილი ჰქონდა მილიციური ორთაბრძოლას (милецейское единоборство). დამისახელეთ გუნდები, რომლებიც იმ დღეს ერთმანეთს ხვდებოდნენ!
პასუხი: სარაგოსა და ბარსელონა კომენტარი: მატჩზე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა გაბრიელ მილიტოს და დიეგო მილიტოს ორთაბრძოლა ბმული: http://moazrovne.net/q/660პასუხი -
შეკითხვა #661 © ლაშა კილაძე
ირლანდიელები ამტკიცებენ, რომ ზურმუხტოვან კუნძულზე გადასვლისთანავე წმინდა პატრიკი ინტენსიურად შეუდგა სამი სასიცოცხლო საქმის კეთებას: კუნძულზე არსებული ყველა გველის გაწყვეტას, წარმართების გაქრისტიანებას და კიდევ ერთ საქმეს, რომელიც იგივე ლეგენდის მიხედვით, ძალიან ეხმარებოდა ქრისტიანობის გავრცელებაში. მაშ, კიდევ რა საქმიანობას ეწოდა წმინდა პატრიკი ირლანდიაში?
პასუხი: ვისკის გამოხდას კომენტარი: მოგეხსენებათ, ვისკის წარმოშობის თაობაზე შოტლანდიელები და ირლანდიელები სხვადსხვა აზრის არიან წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/661პასუხი -
შეკითხვა #662 © ლაშა კილაძე
ფილმში „აპოლო 13“ არის ასეთი ეპიზოდი: როცა ხომალდი მიწას უახლოვდება, ასტრონავტი თიშავს ყველა მოწყობილობას და ამბობს: „ახლა კი შტურვალთანაა ვალიკო მიზანდარი“ . დამისახელეთ სახელი და გვარი, რომელიც მე ვალიკო მიზანდარით შევცვალე!
პასუხი: ისააკ ნიუტონი კომენტარი: ასტრონავტს მხედველობაში აქვს ის, რომ ახლა უკვე ყველაფერი დედამიწის მიზიდულობაზეა დამოკიდებული წყარო: მხატვრული ფილმი „აპოლო 13“ ბმული: http://moazrovne.net/q/662პასუხი -
შეკითხვა #663 © ლაშა კილაძე
ამ ეგზოტიკური „დაწესებულების“ სახელწოდების არაბული ვარიანტი გამოიყენება როგორც ჩვენთვის ცნობილი შინაარსით, ასევე ნებისმიერი წმინდა ადგილის აღსანიშნავად. მისი მეორე სახელწოდება წარმოდგება იტალიური სიტყვისაგან „შემოსაზღვრული ადგილი, სამხეცე“, კიდევ ერთი სახელი ჰინდური წარმოშობისაა და ჰინდის ენაზე ”ფარდას” ნიშნავს. მოცარტმა აჩვენა, რომ იქ შესანიშნვად მღერიან, ხოლო ერთი რუსული ინტერნეტ–საიტი ამტკიცებს, რომ იქ არ არსებობენ ცუდი მოცეკვავეები. დამისახელეთ ეს „დაწესებულება“!
პასუხი: ჰარამხანა (ჰარემი, სერალი, ფურდახი) წყარო: ec-dejavu.ru/h/Harem.html ბმული: http://moazrovne.net/q/663პასუხი -
შეკითხვა #664 © ლაშა კილაძე
როგორც ამტკიცებენ სპეციალისტები, თენსპოტების, იგივე სოუბაკების სამსახურის საშუალო განგრძლივობა - 18 თვეა, დაბლ სოუბაკებისა - 25 თვე. მათგან ყველაზე გამძლეა სი-ნოუტი, რომლისათვის ეს ვადა 60 თვეს შეადგენს. ახლა კი დამისახელეთ სი-ნოუთების კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც მას ერთი უდარდელი ექიმის სეხნიად ხდის!
პასუხი: ბენჟამინი კომენტარი: ლაპარაკია 10, 20 და 100 დოლარიანი კუპიურების ამერიკულ მეტსახელებზე და მათი ბრუნვაში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობაზე.
უდარდელი ექიმი: ბენჟამენ ღლონტი წყარო: www.americaru.com/news/12960 ბმული: http://moazrovne.net/q/664პასუხი -
შეკითხვა #665 © ლაშა კილაძე
1928 წელს სამი კომკავშირელი პოეტი, ჟაროვი, უტკინი და ბეზიმენსკი შემოქმედებითი მივლინებით ევროპაში გამეგზავრნენ. ევროპელები სრულიად სამართლიანად უყურებდნენ მათ როგორც ბოლშევიკ აგიტატორებს და ამიტომ მკვეთრად შეუმცირეს თითოეულ პუნქტში გაჩერების ვადა. დამისახელეთ სახელწოდება, რომლითაც რუსეთში დაბრუნებულმა პოეტებმა დაასათაურეს თავიანთი ჩანახატი ამ მოგზაურობის შესახებ!
პასუხი: Голопам по Европам წყარო: nauka.relis.ru/50/0203/50203038.htm ბმული: http://moazrovne.net/q/665პასუხი -
შეკითხვა #666 © ლაშა კილაძე
მე-19 საუკუნის შუახანებში გერმანიასა და ავსტრიაში პოპულარული გახდა სატრფიალო ბარათების ნაცვლად საყვარელი ქალისთვის ყვავილების თაიგულის გაგზავნა, რომელშიც ყველა ყვავილი გარკვეულ აზრობრივ დატვირთვას ატარებდა. ასე, მაგალითად ნარშავის (чертополох) ყვავილი ქალს აუწყებდა: „სიცოცხლის პოეზია ისე ჩაგივლის გვერდით, რომ ყურადღებას არ მოგაქცევს“, იორდასალამი (პიონი) ნიშნავდა: „შენ საოცრად ამაყი ხარ შენი სიმშვნეიერით“. დამისახელეთ ყვავილი, რომელიც ნიშნავდა შემდეგს: „შენ ისეთი ფლეგმატური და მძინარა ხარ, რომ ჩემი გულის ხმა არ გესმის“!
პასუხი -
შეკითხვა #667 © ლაშა კილაძე
იგი 1884 წელს დაიბადა ლუქსემბურგში, 20 წლის ასაკში გადაბარგდა აშშ-ში სადაც ხელმისაწვდომი რადიოკომპლექტების წარმოება დაიწყო. ვიკიპედია ამტკიცებს, რომ სწორედ მას ეკუთვნის ტერმინი „television“ და ტერმინი „scientifiction“ (სამეცნიერო ფანტასტიკა). ასევე იგია ავტორი მოთხრობების სერიისა ”ბარონ მიუნჰაუზენის სამეცნიერო თავგადასავლები”. მე არ გეკითხვბით მის გვარს, უბრალოდ, დამისახელეთ მისი სახელი!
პასუხი: ჰიუგო გერნსბეკი კომენტარი: პრემია „ჰიუგო“ დაარსდა მის პატივსაცემად 1953 წელს და გადაეცემა ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრში მოღვაწე ავტორებს წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Хьюго_Гернсбек ბმული: http://moazrovne.net/q/667პასუხი -
შეკითხვა #668 © ლაშა კილაძე
მისი მოძებნის პროცესმა კითხვის ავტორს, იმერეთის ერთი სოფლის მკვიდრისაგან განსხვავებით, დიდი სიამოვნება ვერ მოუტანა. სამაგიეროდ, მოთხრობისა და ფილმისაგან განსხვავებით, ჩვენს შემთხვევაში ძებნის შედეგი ერთობ კონკრეტული აღმოჩნდა, კერძოდ კი სიმფეროპოლისა და ყირიმის ეპისკოპოსი პოლიკარპ ვასილიევიჩ გულევიჩი, რომელიც 1937 წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს ბოლშევიკებმა. მაშ, რა სახელითაა ცნობილი ეპისკოპოსი გულევიჩი 2000 წლის შემდეგ?
პასუხი: წმინდა პორფირე კომენტარი: ლაპარაკია წმ.პორფირეს ხატზე ფილმიდან „შერეკილები“ წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Порфирий_(Гулевич) ბმული: http://moazrovne.net/q/668პასუხი -
შეკითხვა #669 © ლაშა კილაძე
როგორც ამტკიცებს ვიკიპედია, იგი ბერგამოს მკვიდრია, რომელმაც უკეთესი ცხოვრების ძებნაში ვენეციაში იპოვა ნავთსაყუდელი. თავდაპირველად ის მიამიტი და გულუბრყვილო იყო და მრავალრიცხოვანი საკერებლებით დაფარულ კოსტიუმს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით ეშმაკ და ენამახვილ ინტრიგნად ჩამოყალიბდა და შესაბამისად, კოსტიუმის საკერებლებმაც გაცილებით ესთეტიური სახე მიიღეს. ახლა კი დამისახელეთ ბულგარელი ემილ დიმიტროვის ცნობილი სიმღერა, რომლითაც იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით პოპულარული გახდა!
პასუხი: არლეკინო კომენტარი: მუსიკა: ემილ დიმიტროვი, ტექსტი: ბორის ბარკასი, მღერის: ალა პუგაჩოვა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Арлекин ბმული: http://moazrovne.net/q/669პასუხი -
შეკითხვა #670 © ლაშა კილაძე
არსებობს პოლიტიკური ხუმრობა, რომელიც უკანასკნელი 183 წლის განმავლობაში რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მმართველების მონაცვლეობას ეფუძნება და რომელიც ამტკიცებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს პარადოქსულ კანონზომიერებას. ერთი შეხედვით, ეს კანონზომიერება დაირღვა მაშინ, როცა სტალინის შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა მალენკოვი, მაგრამ, მწერალი ვლადიმერ სავჩენკო ამტკიცებს, რომ იმ პერიოდის საბჭოთა კავშირს რეალურად ბერია მართავდა, შესაბამისად, კანონზომიერება არ დარღვეულა. მაშ, რა თავისებურება აქვს ამ ხუმრობა-პარადოქსის მიხედვით რუსეთის ყოველ მეორე მმართველს?
პასუხი: ის მელოტია კომენტარი: კანონზომიერების მიხედვით ხდება მელოტი-თმებიანის მონაცვლეობა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Лысый-волосатый ბმული: http://moazrovne.net/q/670პასუხი -
შეკითხვა #671 © ლაშა კილაძე
ტორდესილიასის სასახლის კომენდანტი მარკიზი დენია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეთვალყურეობდა კასტილიის დედოფალ ხუანა შეშლილს ერთერთ პატაკში წერდა: „დედოფალმა აპეტიტი დაკარგა, შეუფერებლად აცვია, დროულად არ იძინებს“. იქვე მარკიზი აღნიშნვდა, რომ მის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დედოფალი აღარ აკეთებს ამას, რაც საბოლოოდ ადასტურებს მის ავადმყოფობას. კითხვა: დედოფლის მიერ რაზე უარის თქმამ შეაშფოთა ასე მარკიზი დენია?
პასუხი: მესაზე დასწრება კომენტარი: მე-16 საუკუნის ესპანეთი კათოლიციზმის მსოფლიო ბურჯი გახლდათ და შესაბამისად, მისი მონარქები რადიკალური ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ წყარო: Вивиен Грин, Безумные короли. Москва, Зевс, 1997, ст. 153 ბმული: http://moazrovne.net/q/671პასუხი -
შეკითხვა #672 © ლაშა კილაძე
გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს აშშ საპროტესტო მოძრაობამ მოიცვა. ამავე დროს გააქტიურდნენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. პიკს მიაღწია ფემინისტურმა მოძრაობამ, შეიქმნა შავკანიან ამერიკელთა ორგანიზაცია ”შავი ავაზები”. ამავე პერიოდში აშშ-ში მოსახლეობის სწრაფად მზარდმა ჯგუფმა შექმა საკუთარი უფლებების დამცველი საზოგადოება სახელწოდებით ”რუხი ავაზები”. რა კატეგორიის ამერიკელების უფლებებს იცავდა საზოგადოება „რუხი ავაზები“?
პასუხი: ხანშიშესულების (რუხი - ჭაღარა) წყარო: Мыло, секс и сигареты. Дж.Сивулка. Питер. 2002. ст. 369 ბმული: http://moazrovne.net/q/672პასუხი -
შეკითხვა #673 © ლაშა კილაძე
ფრანგი მხატვარი ნიკოლა პუსენი ამბობდა, რომ ნამდვილი ხელოვანისთვის „სიკვდილი“ აუცილებელი პირობაა. ცნობილია, ბევრი „მკვდარი“ პოეტი, მათ შორის ეფიმ პრიდვოროვი, ან თუნდაც ტერენტი გრანელი. ხოლო ჟან პოლი ამბობდა, რომ „სიკვდილი“ არის ბევრი ნაკლის და იმავდოულად ყველა გამოგონების დედა. დამისხელეთ სიტყვა, რომელიც მე შევცვალა სიტყვით „სიკვდილი“!
პასუხი: სიღარიბე კომენტარი: ეფიმ პრიდვოროვი – დემიან ბედნი. მოგეხსენებათ, სიმღერა ”სიკვდილი და სიღარიბე” წყარო: Жизнь замечательных людей, художники. Ацт Астрель. 1999. ст. 302; Словарь парадоксальных опредений. Москва, Крон Пресс. 1995. ст. 31 ბმული: http://moazrovne.net/q/673პასუხი -
შეკითხვა #674 © ლაშა კილაძე
როცა იგი 1607 პავლე მეხუთესაგან რომში ეპისკოპოსად კურთხევას იღებდა, პაპი ერთობ დააეჭვა მისმა ახალაგაზდრულმა ასაკმა. მაშინ მან პაპი დაარწმუნა, რომ საეპისკოპოსო ასაკი უკვე შეუსრულდა, თუმცა კურთხევის შემდეგ გამოტყდა სიცრუეში და პაპისაგან ამ ცოდვის შენდობა მოითხოვა. „ეს ბიჭუნა დიდი გაიძვერა ვინმე დადგება“ - თქვა მაშინ შორსმჭვრეტელმა პავლე მეხუთემ. მაშ, დამისახელეთ ეს გაიძვერა ბიჭუნა!
პასუხი: კარდინალი რიშელიე კომენტარი: Всемирное остроумие. Москва. Терра - Книжный клуб. 1999. ст. 104 ბმული: http://moazrovne.net/q/674პასუხი -
შეკითხვა #675 © ლაშა კილაძე
უკრაინის პრეზიდენტის 1999 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ სიმბოლოებად მიღებულია საპრეზიდენტო სტანდარტი, პრეზიდენტის ნიშანი, გერბიანი ბეჭედი და კიდევ ერთი რამ. რა?
პასუხი: კვერთხი, გურზი კომენტარი: კაზაკთა ატამანების ძალაუფლების სიმბოლო წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Государственные_символы_През ბმული: http://moazrovne.net/q/675პასუხი -
შეკითხვა #676 © ლაშა კილაძე
ამტკიცებენ, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში აიოვას უნივერსიტეტის ერთმა სტუდენტმა რამდენიმე ათეულ თანაკურსელს მიმართა თხოვნით, დაესახელებინათ გოგონა, რომლის გაცნობაც ყველაზე მეტად სურდათ. უმრავლესობამ დაასახელა ადგილობრივი გაზეთის მეპატრონის ქალიშვილი ვინმე ოფელია მილერი. ნახევარი წლის შემდეგ იგი ზემოხსენებული სტუდენტის ცოლი გახდა. დამისახელეთ ამ სტუდენტის ვინაობა!
პასუხი: ჯორჯ ჰორეის გელაპი წყარო: shkolazhizni.ru/archive/0/n-13363/ ბმული: http://moazrovne.net/q/676პასუხი -
შეკითხვა #677 © ლაშა კილაძე
ცნობილა, რომ პრეზიდენტი უილიამ ჰერნი ჰარისონი ისტორიაში შევიდა მათ შორის იმით, რომ საკუთარ ინაუგურაციაზე გაცივდა და სულ ერთ თვეში გარდაიცვალა (1841 წლის 4 მარტი - 4 აპრილი). მაშ, კიდევ რა მაჩვენებლით შევიდა ისტორიაში პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი?
პასუხი: ყველაზე გრძელი საინაუგურაციო სიტყვა კომენტარი: იგი დაახლოებით 2 საათი იდგა სიცივეში, გაცივდა და 1 თვეში გარდაიცვალა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Гаррисон%2C_Уильям_Генри ბმული: http://moazrovne.net/q/677პასუხი
- პაკეტის კომენტარები: