შეკითხვა #664
-
როგორც ამტკიცებენ სპეციალისტები, თენსპოტების, იგივე სოუბაკების სამსახურის საშუალო განგრძლივობა - 18 თვეა, დაბლ სოუბაკებისა - 25 თვე. მათგან ყველაზე გამძლეა სი-ნოუტი, რომლისათვის ეს ვადა 60 თვეს შეადგენს. ახლა კი დამისახელეთ სი-ნოუთების კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც მას ერთი უდარდელი ექიმის სეხნიად ხდის!
პასუხი: ბენჟამინი კომენტარი: ლაპარაკია 10, 20 და 100 დოლარიანი კუპიურების ამერიკულ მეტსახელებზე და მათი ბრუნვაში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობაზე.
უდარდელი ექიმი: ბენჟამენ ღლონტი წყარო: www.americaru.com/news/12960 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/664 გაზიარება:პასუხი