შეკითხვა #669
-
როგორც ამტკიცებს ვიკიპედია, იგი ბერგამოს მკვიდრია, რომელმაც უკეთესი ცხოვრების ძებნაში ვენეციაში იპოვა ნავთსაყუდელი. თავდაპირველად ის მიამიტი და გულუბრყვილო იყო და მრავალრიცხოვანი საკერებლებით დაფარულ კოსტიუმს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით ეშმაკ და ენამახვილ ინტრიგნად ჩამოყალიბდა და შესაბამისად, კოსტიუმის საკერებლებმაც გაცილებით ესთეტიური სახე მიიღეს. ახლა კი დამისახელეთ ბულგარელი ემილ დიმიტროვის ცნობილი სიმღერა, რომლითაც იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით პოპულარული გახდა!
პასუხი: არლეკინო კომენტარი: მუსიკა: ემილ დიმიტროვი, ტექსტი: ბორის ბარკასი, მღერის: ალა პუგაჩოვა წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Арлекин პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/669 გაზიარება:პასუხი