შეკითხვა #679
-
არც ამ გამოჩენილ გერმანელ პილოტს და არც მის სეხნიას, გამოჩენილ ამერიკელ სპორტსმენს, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქვეყანასთან. აგრეთვე არანაირად არ უკავშირდება ამ ქვეყანას, მე–20 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი გერმანელი ფიზიკოსი სახელად პასკუალი. ქალაქ სოლტ–ლეიკ–სიტიზე ხომ საერთოდ არ ღირს საუბარი, ვინაიდან იგი საერთოდ სხვა კონტინენტზეა განლაგებული. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ სახელმწიფოს საწელწოდება ფიგურირებს ინგლისურენოვან ვიკიპედიაში არსებულ ყველა სტატიაში, რომელიც ზემოთხსენებულ პიროვნებებს და ტოპონიმს ეძღვნება. დაასახელეთ ეს სახელმწიფო ერთი წუთის შემდეგ.
პასუხი: იორდანია კომენტარი: სოლტ–ლეიკ–სიტი განლაგებულია მდინარე იორდანზე (Jordan), მიხაელ შუმახერი ერთ დროს გამოდიოდა გუნდში “ჯორდანი” (Jordan), მისი სეხნია – მაიკლ ჯორდანი (Michael Jordan), ფიზიკოსი – პასკუალ იორდანი (Pascual Jordan). წყარო: en.wikipedia.org/wiki/Special:Search?search=jordan პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/679 გაზიარება:პასუხი