თბილისის 36-ე ჩემპიონატი
IV ტური
სუპერ ლიგა
13 აპრილი, 2008
-
შეკითხვა #678 © ირაკლი ნაზღაიძე
მოისმინეთ რამოდენიმე სტრიქონი კოლაუ ნადირაძის ლექსიდან:
“თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!”
ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელეთ ამ ლექსის სათაური. მინიშნებისათვის გეტყვით, რომ ლექსის სათაურად ავტორმა კონკრეტული თარიღი აირჩია.პასუხი: 25 თებერვალი, 1921 კომენტარი: ლექსში საუბარია 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ჯარების შემოსვლაზე და საქართველოს ანექსიაზე რუსეთის მხრიდან. წყარო: literatura.iatp.ge/ ბმული: http://moazrovne.net/q/678პასუხი -
შეკითხვა #679 © ირაკლი ნაზღაიძე
არც ამ გამოჩენილ გერმანელ პილოტს და არც მის სეხნიას, გამოჩენილ ამერიკელ სპორტსმენს, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქვეყანასთან. აგრეთვე არანაირად არ უკავშირდება ამ ქვეყანას, მე–20 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი გერმანელი ფიზიკოსი სახელად პასკუალი. ქალაქ სოლტ–ლეიკ–სიტიზე ხომ საერთოდ არ ღირს საუბარი, ვინაიდან იგი საერთოდ სხვა კონტინენტზეა განლაგებული. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ სახელმწიფოს საწელწოდება ფიგურირებს ინგლისურენოვან ვიკიპედიაში არსებულ ყველა სტატიაში, რომელიც ზემოთხსენებულ პიროვნებებს და ტოპონიმს ეძღვნება. დაასახელეთ ეს სახელმწიფო ერთი წუთის შემდეგ.
პასუხი: იორდანია კომენტარი: სოლტ–ლეიკ–სიტი განლაგებულია მდინარე იორდანზე (Jordan), მიხაელ შუმახერი ერთ დროს გამოდიოდა გუნდში “ჯორდანი” (Jordan), მისი სეხნია – მაიკლ ჯორდანი (Michael Jordan), ფიზიკოსი – პასკუალ იორდანი (Pascual Jordan). წყარო: en.wikipedia.org/wiki/Special:Search?search=jordan ბმული: http://moazrovne.net/q/679პასუხი -
შეკითხვა #680 © ირაკლი ნაზღაიძე
კურტ ვონეგუტი წერდა, რომ 1945 წლის ზამთარში, “სისხლიან მატჩში”, რომელიც ინგლისსა და გერმანიას შორის მიმდინარეობდა, ანგარიში ინგლისელებმა გაათანაბრეს. დაასახელეთ ორი გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც ვონეგუტის აზრით, უშუალოდ მონაწილეობდა ზემოთხსენებულ მატჩში.
პასუხი: ქოვენთრი, დრეზდენი კომენტარი: 1940 წლის 14 ნოემბერს გერმანელებმა გაანადგურეს ქალაქი ქოვენთრი, ხოლო 1945 წლის 13 თებერვლის ღამეს, ინგლისურმა და ამერიკულმა ავიაციამ დრეზდენი აღგავა მიწისაგან პირისა. წყარო: К. Воннегут «Жизнь хуже смерти» ბმული: http://moazrovne.net/q/680პასუხი -
შეკითხვა #681 © ირაკლი ნაზღაიძე
ალბათ ბევრ თქვენთაგანს უსარგებლია ამ კომპიუტერული პროგრამით, მაგრამ შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, თუ რატომ უწოდეს პროგრამას, მისმა შემქმნელებმა ეს სახელი. საქმე კი იმაშია, რომ ადამიანმა, რომლის პატივსაცემადაც პროგრამას სახელი ეწოდა, პირველ საუკუნეში მოიმოქმედა ის, ფაქტიურად რის განსახორციელებლადაც განკუთვნილია ეს პროგამა. არ გეკითხებით ამ პიროვნების ვინაობას, დაასახელეთ ზემოთხსენებული კომპიუტერული პროგრამა.
პასუხი: Nero კომენტარი: პროგრამის სრული სახელია “Nero Burning Rom(e)” - რომელიც აგებულია სიტყვათა თამაშზე და ნიშნავს – “ნერონი წვავს რომს”. Nero –ს სახელი იმპერატორ ნერონის საპატივსაცემოდ ეწოდა. ჩვენს წელთა აღრიცხვით 64 წელს ნერონმა დაწვა რომი, Nero კი წვავს დისკებს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Nero_Burning_ROM ბმული: http://moazrovne.net/q/681პასუხი -
შეკითხვა #682 © ირაკლი ნაზღაიძე
თქვენს წინაშეა ამონარიდი შტეფან ცვაიგის შემოქმედებიდან: “ის შეუჩერებლივ ვითარდება, მაგრამ სრულიად უნაყოფოა. აზრია დასკვნის გარეშე. მათემატიკაა, რომელიც არაფერს ანგარიშობს, ხელოვნებაა უნაწარმოებოდ, არქიტექტურული ნაგებობაა საშენი მასალის გარეშე. მიუხედავად ამისა, მან გაუძლო დროთა მსვლელობას უფრო უკეთ, ვიდრე ყველა წიგნმა”. ერთი წუთის შემდეგ, თქვენ უნდა მიხვდეთ რა დაახასიათა ასე ავტორმა და დაასახელოთ ნაწარმოები, საიდანაც აღებულია ეს ციტატა.
პასუხი: საჭადრაკო ნოველა კომენტარი: ასე ახასიათებს ცვაიგი ჭადრაკს. ნაწარმოებიც შესაბამისია :) წყარო: შტეფან ცვაიგი “რჩეული თხზულებანი” ბმული: http://moazrovne.net/q/682პასუხი -
შეკითხვა #683 © ირაკლი ნაზღაიძე
ეს მეცნიერი ერთ–ერთ თავის წიგნში იხსენებს, რომ ეს კითხვა მას ბავშვობიდან აღელვებდა. როდესაც მას პირველად დაებადა ეს შეკითხვა, მშობლისგან პასუხად მიიღო, რომ ისინი – დიდ სიმაღლეზე განთავსებული ერთგვარი საყოფაცხოვრებო ნივთებია. პასუხმა ცნობისმოყვარე ბიჭუნა ვერ დააკმაყოფილა და ბავშვმა ბიბლიოთეკას მიაკითხა, სადაც მომავალმა მეცნიერმა მათ შესახებ წიგნები მოითხოვა. ბიბლიოთეკის თანამშრომლებისგან, პატარა ბიჭუნამ წიგნების ნაცვლად ჟურნალები მიიღო, რომლებიც კლარკ გეიბლის და ჯინა ჰარლოუს სურათებით იყო აჭრელებული. თუ მიხვდით რა შეკითხვამ მიიყვანა მომავალი მეცნიერი ბიბლიოთეკაში, ადვილად დაასახელებთ მეცნიერებას, რომელშიც მოღვაწეობდა ეს მეცნიერი და შეიძლება ითქვას ცხოვრების ბოლომდე ცდილობდა პასუხი გაეცა შეკითხვისათვის, რომელიც მას ბავშვობიდან აღელვებდა.
პასუხი: ასტრონომია კომენტარი: პატარა კარლ საგანს ბავშვობიდან აღელვებდა შეკითხვა –“რა არის ვარსკვლავები?”. მშობლებმა პატარა კარლს უთხრეს, რომ ვარსკვლავები – ცაზე მიჭედებული ნათურებია. ბიბლიოთეკაში მას მისცეს ჟურნალები, სადაც ასევე “ვარსკვლავებზე” იყო საუბარი. წყარო: К. Саган «Космос. Эволюция вселенной, жизни и цивилизации» ბმული: http://moazrovne.net/q/683პასუხი -
შეკითხვა #684 © ირაკლი ნაზღაიძე
დაასახელეთ “გუთების ქვეყანა”, რომლის სახელმწიფო სიმბოლო, ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად შეიქმნა მას შემდეგ, რაც მეფემ ბრძოლის ველზე დაჭრილი თანამებრძოლის სისხლით დასვრილი ხელი ოქროსფერ ფარზე შეიწმინდა.
პასუხი: კატალონია კომენტარი: კატალონია – Gothalunia (გუთების ქვეყანა). კატალონიის ჰერბზე გამოსახულია ოქროს ფერი ფარი, რომელზეც ოთხი წითელი ზოლია ასახული. წყარო: Энциклопедия Кирилла и Мефодия 2005 ბმული: http://moazrovne.net/q/684პასუხი -
შეკითხვა #685 © ირაკლი ნაზღაიძე
როდესაც საქმე მიდგა სახელის შერჩევამდე, მრავალი ვარიანტი განიხილებოდა. მაგალითად: არტემიდე, ჰერკულესი, პერსეფონა, პრომეთე, ზევსი და ოდინიც კი. საბოლოოდ არჩევანი ვენეცია ბერნის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზე შეჩერდა, რადგან ეს სახელი მიღებულ ტრადიციასაც აგრძელებდა და ვინმე პერსიფალ ლოუელის სახელსაც უკვდავყოფდა. თუ მიხვდით ვის ან რის “ნათლობაზეა” საუბარი, დაასახელეთ სახელი, რომლითაც ის ჩვენთვის ამჟამად არის ცნობილი.
პასუხი: პლუტონი კომენტარი: ამერიკელმა ასტრონომმა პერსიფალ ლოუელმა პირველმა იწინასწარმეტყველა პლანეტის არსებობა და პირველმა გამოთვალა მისი ორბიტა. პლუტონი – იწყება აღმომჩენის ინიციალებით და ტრადიციისამებრ პლანეტას ღვთაების სახელწოდება ეწოდა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pluto ბმული: http://moazrovne.net/q/685პასუხი -
შეკითხვა #686 © ირაკლი ნაზღაიძე
ეს ნივთიერება 1938 წელს რურის ხეობაში აღმოაჩინეს და უკვე ერთ წელიწადში, ქიმიური თვისებების შესწავლის შემდეგ, მისი ფორმულა ვერმახტს გადაეცა. სახელწოდება ნივთიერებას, მისი აღმომჩენების – შრადერის, ამბროსის, რუდიგერის და ლინდეს პატივსაცემად ეწოდა. თქვენ კი, ძვირფასო მოაზროვნეებო, ერთი წუთის შემდეგ უნდა დაასახელოთ სატრანსპორტო საშუალება, რომლის “დახმარებითაც” უკვე ათ წელიწადზე მეტია, ამ ნივთიერების სახელწოდება მასებისათვის არის ცნობილი.
პასუხი: მეტროპოლიტენი კომენტარი: საუბარია მომწამლავ ნივთიერება ზარინზე, რომელიც 1995 წელს ტოკიოს მეტროში განხორციელებულ ტერაქტში იქნა გამოყენებული. Sarin - Schrader, Ambros, Rüdiger, Linde. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/686პასუხი -
შეკითხვა #687 © ირაკლი ნაზღაიძე
გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში, ერთ–ერთი ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში, ვინმე კარლ ჰანმა, შეკითხვაზე თუ რატომ უწოდეს “პირმშოებს” ასეთი სახელები, უპასუხა: “ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენი ქმნილებები მათსავით უსულო, მაგრამ სწრაფები და მიზანმიმართულები არიან და არამგონია ბუნებაში მათზე უკეთესი ანალოგი მოიძებნებოდეს...”. მარკეტინგულმა სვლამ აშკარად გაამართლა, ვინაიდან ეს “პირმშოები” სამ ათწლეულზე მეტია, თითქმის მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულები არიან. არ გეკითხებით ვიზე ან რაზეა საუბარი, უბრალოდ დაასახელეთ სახალხოდ ცნობილი კომპანია, რომლის პრეზიდენტის პოსტიც ერთ დროს ეკავა ზემოთხსენებულ კარლ ჰანს.
პასუხი: ფოლკსვაგენი კომენტარი: ფოლკსვაგენის მარკეტოლოგების აზრით, სწაფი და მიზანმიმართული არის ქარი (რთულია ალბათ არ დაეთანხმო). ამიტომ პირმშოებს: პასატი, ბორა და ვენტო ეწოდათ. “სახალხოდ ცნობილი კომპანია” – კიდევ ერთი მინიშნებაა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/687პასუხი -
შეკითხვა #688 © ირაკლი ნაზღაიძე
ქართულში ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ინგლისურში, ფრანგულში, ესპანურში და შესაძლოა სხვა ენებშიც, ამ სიტყვის ანალოგებს აგრეთვე რამოდენიმე მნიშვნელობა აქვთ და აღნიშნავენ იგივეს, რასაც ეს სიტყვა ქართულში. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, პირველი ხომ ნაწილობრივ მეორისგან მზადდებოდა და დღემდე მზადდება კიდეც. პირველს შეიძლება შევუსაბამოთ რიცხვითი მნიშვნელობა – 82, ხოლო მეორეს – 5,45. დაასახელეთ ეს ერთობ საინტერესო სიტყვა ერთი წუთის შემდეგ.
პასუხი: ტყვია კომენტარი: ქართული – ტყვია, ინგლისური – Lead, ფრანგული - Plomb, ესპანური – Plomo, აღნიშნავენ ერთსა და იმავე ქიმიურ ელემენტს და საგანს. ელემენტის ატომური ნომერია – 82. ნატოს სტანდარტების მიხედვით 5.45 არის ტყვიის კალიბრი. წყარო: ლექსიკონი ABBYY Lingvo 11 ბმული: http://moazrovne.net/q/688პასუხი -
შეკითხვა #689 © ირაკლი ნაზღაიძე
ამბობენ, რომ როდესაც ამ ბრიტანელმა მწერალმა წაიკითხა თავისი თანამედროვე ჰოლანდიელი მეცნიერის წიგნი “ბუნების საიდუმლოებანი”, იგი იმდენად დაინტერესდა მეცნიერის აღმოჩენებით და გამოგონებით, რომ გადაწყვიტა პირადად გაეცნო უკვე ხანში შესული მეცნიერი და ენახა მისი გამოგონება. როგორც სპეციალისტები ვარაუდებონ, ზუსტად ამ გამოგონებაში დანახულმა იქონია კიდეც დიდი ზეგავლენა მის შემდგომ შემოქმედებაზე. ძვირფასო მოაზროვნეებო, არ გეკითხებით ამ ჰოლანდიელი მეცნიერის ვინაობას, უბრალოდ დაასახელეთ ბრიტანელი მწერლის სახელი და გვარი.
პასუხი: ჯონათან სვიფტი კომენტარი: ჰოლანდიელი მეცნიერი – ანტონ ვან ლევენჰუკი, პირველი მიკროსკოპის შემქმნელი. გამოგონებაში დანახულმა, ანუ მიკროსკოპში ნანახმა მიკროსამყარომ უბიძგა სვიფტს დაეწერა თავისი ცნობილი წიგნში “გულივერის მოგზაურობა”. წყარო: ЖЗЛ «Джонатан Свифт» ბმული: http://moazrovne.net/q/689პასუხი -
შეკითხვა #690 © ირაკლი ნაზღაიძე
ერთ–ერთ თავის ესეში, კურტ ვონეგუტი ასე იხსენებს თავის ცნობილ თანამემამულეს: “შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში იმდენად გვიან ჩაებნენ, რომ ამერიკელი, რომელსაც შეეძლო მოეყოლა რეალური საბრძოლო ეპიზოდი და მითუმეტეს ომში ჭრილობა მიეღო, ძალზედ იშვიათი მოვლენა იყო. თუმცა ზუსტად ასეთი იყო იგი...”. შემდგომში, აგრძელებს რა ვონეგუტი ამ თანამემამულის დიდებაზე საუბარს, ადარებს მას მაღალ მწვერვალს... ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ეს მწვერვალი.
პასუხი: კილიმანჯარო კომენტარი: ვონეგუტი საუბრობდა პირველ მსოფლიო ომში მონაწილე და დაჭრილი ჰემინგვეის შესახებ. “კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი” – მწერლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. წყარო: К. Воннегут «Жизнь хуже смерти» ბმული: http://moazrovne.net/q/690პასუხი -
შეკითხვა #691 © ირაკლი ნაზღაიძე
თავის ნაშრომში ისტორიკოსი კენიგსბერგერი წერს, რომ შუა საუკუნეების ადრეულ ხანაში, ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ფული იშვიათობა იყო. მიზეზი, ოქროსგან მონეტების ნაცვლად სხვა და სხვა სამკაულების დამზადება იყო. მეფეები ქვეშევრდომებს ფულის ნავცლად ამ სამკაულებით აჯილდოებდნენ, რომელთა მთავარი ფასეულობას მატერიალური ღირებულება არ წარმოადგენდა, ძირითადად მათ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ და მეფისგან ბოძებულ ძალაუფლებას განასახირებდნენ. ამის გამო ძველ სკანდინავიურ და ბრიტანულ პოეზიაში მეფეებს ხშირად მოიხსენიებდნენ ამ ეპითეტით.
პასუხი: ბეჭდების მბრძანებელი კომენტარი: მონეტების ნაცვლად, ოქროსგან ბეჭდებს ამზადებდნენ და კონუნგები ქვეშევრდომებს ბეჭდებს გადასცემდნენ საჩუქრად. ამის გამო კონუნგებს ძველ სკანდინავიურ და ძველ ბრიტანულ პოეზიაში “ბეჭდების მბრძანებლის” ეპითეტით მოიხსენიებდნენ. წყარო: Г. Кенигсбергер «История Европы» ბმული: http://moazrovne.net/q/691პასუხი -
შეკითხვა #692 © ირაკლი ნაზღაიძე
“მე არ შევქმნი ნივთიერებას, რომელიც გამოიწვევს სიკვდილს. მე არ შევქმნი ფორმულას, რომელსაც შეეწირება ხალხი. მე არ შევქმნი მექანიზმს, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგამდე”. ეს არის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის სიტყვები, რომლითაც მან მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოსვლის დროს. თქვენ კი უნდა დაასახელოთ ავტორი იმისა, რაც შეიქმნა მრავალი საუკუნის წინ და რისი საკუთარი ინტერპრეტაციაც, ამ სიტყვებით მოახდინა ზემოთხსენებულმა მწერალმა.
პასუხი: ჰიპოკრატე კომენტარი: ინსტიტუტში წაკითხული ლექციის დამსწრე საზოგადეობა ძირითადა მომავალი ფიზიკოსებისაგან და ქიმიკოსებისაგან შესდგებოდა. კურტ ვონეგუტის აზრით ასე უნდა ჟღერდეს “ჰიპოკრატეს ფიცი” ფიზიკოსებისათვის და ქიმიკოსებისათვის, რათა მათ შეიგნონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ კაცობრიობის წინაშე. წყარო: К. Воннегут «Жизнь хуже смерти» ბმული: http://moazrovne.net/q/692პასუხი -
შეკითხვა #693 © ირაკლი ნაზღაიძე
ანდრეი სტავროვსკის წიგნში “პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში”, ავტორი წიგნის შესავალშივე ცდილობს მკითხველს აუხსნას პროგრამირების ანა–ბანა და იწყებს საუბარს პროგრამირების საბაზისო ცნებებზე. ამთავრებს რა ავტორი, ამ საბაზისო ცნებების გარჩევას, თვალსაჩინო მაგალითისათვის მოჰყავს ძალზედ ცნობილი “ფრთიანი გამონათქვამი”. არ გეკითხებით, რომელ ფრთიან გამონათვამზეა საუბარი, უბრალოდ დაასახელეთ ადამიანი, რომლის სახელიც ფიგურირებს მასში.
პასუხი: მუჰამედი კომენტარი: საბაზისო ცნებები პროგრამირების ნებისმიერ ენაში არის ოპერატორები “If” (თუ) და “Else” (მაშინ). მაგალითისათვის ავტორს მოჰყავს ცნობილი ფრთიანი ფრაზა: “თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მიდის მთასთან” წყარო: А. Ставровский «Первые шаги в программировании» ბმული: http://moazrovne.net/q/693პასუხი -
შეკითხვა #694 © ირაკლი ნაზღაიძე
ბერძნულში ის შევიდა ფინიკიურიდან, რომელშიც მისი სახელწოდება ჟღერდა, როგორც – “ლამედი”. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის ის ასოცირდება საკულტო თამაშთან. იგი წარმოადგენს NATO–ს ჯარების საიდენტიფიკაციო ნიშანს. აგრეთვე ცნობილია, რომ იტალიური კომპანია “ლანჩა” ერთ დროს აწარმოებდა ამ სახელწოდების მქონე ავტომობილის მოდელს. თქვენ კი ძვირფასო მოაზროვნეებო, უნდა დაასახელოთ ძველი სახელმწიფო, რომლის მეომართა ფარებზეც ის გამოისახებოდა.
პასუხი: სპარტა კომენტარი: საუბარია ბერძნულ ასოზე – λ (ლამბდა). ლამბდას გამოასხავენ ნატოს ჯარების სატრანსპორტო საშუალებებზე, იდენფტიფიკაციის მიზნით. კომპიუტერული თამაშია – Half-Life. ავტომობილია – Lancia Lambda. სპარტანელთა ფარებზე ლამბდა გამოისახებოდა “ლაკედემონის” (სპარტის ბერძნული სახელწოდება) აღსანიშნავად. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Lambda ბმული: http://moazrovne.net/q/694პასუხი -
შეკითხვა #695 © ირაკლი ნაზღაიძე
ამ სიტყვის ძიებისას კირილესა და მეთოდეს ენციკლოპედიამ მოიძია უამრავი სტატია, რომელშიც ეს სიტყვა ფიგურირებს. სტატიები ეძღვნებოდა ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორებიც არიან: კეიტ ჯარეტი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, იან გარბარეკი, მაილზ დევისი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ სტატიათა დიდი ნაწილი დაკავშირებულია გამოჩენილ ადამიანებთან, მათ შორის მაინც აღმოჩნდა ორი სტატია, რომელიც აშშ–ს ტოპონიმიკას უკავშირდება. მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი და დაასახელეთ ეს ორი ტოპონიმი ერთი წუთის შემდეგ, თუ ცნობილია, რომ ერთი არის ქალაქი, მეორე კი – შტატია.
პასუხი: ახალი ორლეანი, იუტა კომენტარი: საძიებელი სიტყვაა – ჯაზი. ყველა ჩამოთვლილი მუსიკოსი – ჯაზმენია. ახალი ორლეანის სტატიაში ნახსენებია, რომ ქალაქი არის ჯაზის სამშობლო. იაუტაში – არის საკალათბურთო კლუბი. წყარო: Энциклопедия Кирилла и Мефодия 2005 ბმული: http://moazrovne.net/q/695პასუხი -
შეკითხვა #696 © ირაკლი ნაზღაიძე
იგი დაიბაა 1989 წლის 23 ინვლისს, ხოლო მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1999 წელს ფილმით “დევიდ კოპერფილდი”, სადაც მან პატარა კოპერფილდის როლი განასახიერა. 2007 წლის თებერვალში, ინგლისელი დრამატურგის პიტერ შეფერის პიესის მიხედვით დადგმული სპეკტაკლის ერთ–ერთ ეპიზოდში მას შიშვლად მოუწია როლის განსახიერება. რა თქმა უნდა ამ დადგმის ფოტოსურათები მალევე გავრცელდა პრესაში, რასაც მოჰყვა დიდი უკმაყოფილება უფროსი თაობის მხრიდან. არ გეკითხებით ამ მსახიობის ვინაობას, უბრალოდ დაასახელეთ სახელი და გვარი, რომელიც ფიგურირებდა გაზეთ “სანდეი თაიმსში” დაბეჭდილი სტატიის სათაურში, რომელიც მიეძღვნა ზემოთხსენებულ მოვლენებს.
პასუხი: ჰარი პოტერი კომენტარი: მსახიობია – დენიელ რედკლიფი. გაზეთში დაბეჭდილ სტატიას ერქვა – “შიშველი ჰარი პოტერი” (The nude Harry Potter). წყარო: en.wikipedia.org/wiki/Daniel_Radcliffe ბმული: http://moazrovne.net/q/696პასუხი -
შეკითხვა #697 © ირაკლი ნაზღაიძე
როგორც ცნობილია, ინკვიზიცია მიზნის მისაღწევად წამების უამრავ იარაღს იყენება. ძირითადად ინკვიზიტორები მიზანს, ადამიანისათვის აუტანელი ფიზიკური ტკივილის მინიჭებით აღწევდნენ. მაგრამ როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ინკვიზიციას, არსენალში ბევრად “ჰუმანური” და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრად უფრო ეფექტური იარაღიც ჰქონდა. თუ ისტორიულ ჩანაწერებს დავუჯერებთ, ამ იარაღის ზემოქმედების სამი დღის შემდეგ, ადამიანი კარგავდა რეალობის აღქმის უნარს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ – თანახმა იყო ყველაფერი ეღიარებინა. თქვენ კი უნდა დაასახელოთ იმ ადამიანის სახელი, რომელიც ერთ–ერთი წყაროს თანახმად, ასეთ ტანჯვას თითქმის სამი წელი უძლებდა.
პასუხი: შეჰერეზადა კომენტარი: ადამიანი ვერ უძლებდა უძილობას და რამოდენიმე დღეში მზად იყო საკუთარ თავზე აეღო ნებისმიერი დანაშაული. როგორც ცნობილია შეჰერეზადას არ ეძინა 1001 დღე–ღამე. წყარო: დოკუმენტური ფილმი “The Secret Inquisition” ბმული: http://moazrovne.net/q/697პასუხი
- პაკეტის კომენტარები: