შეკითხვა #681
-
ალბათ ბევრ თქვენთაგანს უსარგებლია ამ კომპიუტერული პროგრამით, მაგრამ შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, თუ რატომ უწოდეს პროგრამას, მისმა შემქმნელებმა ეს სახელი. საქმე კი იმაშია, რომ ადამიანმა, რომლის პატივსაცემადაც პროგრამას სახელი ეწოდა, პირველ საუკუნეში მოიმოქმედა ის, ფაქტიურად რის განსახორციელებლადაც განკუთვნილია ეს პროგამა. არ გეკითხებით ამ პიროვნების ვინაობას, დაასახელეთ ზემოთხსენებული კომპიუტერული პროგრამა.
პასუხი: Nero კომენტარი: პროგრამის სრული სახელია “Nero Burning Rom(e)” - რომელიც აგებულია სიტყვათა თამაშზე და ნიშნავს – “ნერონი წვავს რომს”. Nero –ს სახელი იმპერატორ ნერონის საპატივსაცემოდ ეწოდა. ჩვენს წელთა აღრიცხვით 64 წელს ნერონმა დაწვა რომი, Nero კი წვავს დისკებს. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Nero_Burning_ROM პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/681 გაზიარება:პასუხი