შეკითხვა #683
-
ეს მეცნიერი ერთ–ერთ თავის წიგნში იხსენებს, რომ ეს კითხვა მას ბავშვობიდან აღელვებდა. როდესაც მას პირველად დაებადა ეს შეკითხვა, მშობლისგან პასუხად მიიღო, რომ ისინი – დიდ სიმაღლეზე განთავსებული ერთგვარი საყოფაცხოვრებო ნივთებია. პასუხმა ცნობისმოყვარე ბიჭუნა ვერ დააკმაყოფილა და ბავშვმა ბიბლიოთეკას მიაკითხა, სადაც მომავალმა მეცნიერმა მათ შესახებ წიგნები მოითხოვა. ბიბლიოთეკის თანამშრომლებისგან, პატარა ბიჭუნამ წიგნების ნაცვლად ჟურნალები მიიღო, რომლებიც კლარკ გეიბლის და ჯინა ჰარლოუს სურათებით იყო აჭრელებული. თუ მიხვდით რა შეკითხვამ მიიყვანა მომავალი მეცნიერი ბიბლიოთეკაში, ადვილად დაასახელებთ მეცნიერებას, რომელშიც მოღვაწეობდა ეს მეცნიერი და შეიძლება ითქვას ცხოვრების ბოლომდე ცდილობდა პასუხი გაეცა შეკითხვისათვის, რომელიც მას ბავშვობიდან აღელვებდა.
პასუხი: ასტრონომია კომენტარი: პატარა კარლ საგანს ბავშვობიდან აღელვებდა შეკითხვა –“რა არის ვარსკვლავები?”. მშობლებმა პატარა კარლს უთხრეს, რომ ვარსკვლავები – ცაზე მიჭედებული ნათურებია. ბიბლიოთეკაში მას მისცეს ჟურნალები, სადაც ასევე “ვარსკვლავებზე” იყო საუბარი. წყარო: К. Саган «Космос. Эволюция вселенной, жизни и цивилизации» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/683 გაზიარება:პასუხი