შეკითხვა #685
-
როდესაც საქმე მიდგა სახელის შერჩევამდე, მრავალი ვარიანტი განიხილებოდა. მაგალითად: არტემიდე, ჰერკულესი, პერსეფონა, პრომეთე, ზევსი და ოდინიც კი. საბოლოოდ არჩევანი ვენეცია ბერნის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზე შეჩერდა, რადგან ეს სახელი მიღებულ ტრადიციასაც აგრძელებდა და ვინმე პერსიფალ ლოუელის სახელსაც უკვდავყოფდა. თუ მიხვდით ვის ან რის “ნათლობაზეა” საუბარი, დაასახელეთ სახელი, რომლითაც ის ჩვენთვის ამჟამად არის ცნობილი.
პასუხი: პლუტონი კომენტარი: ამერიკელმა ასტრონომმა პერსიფალ ლოუელმა პირველმა იწინასწარმეტყველა პლანეტის არსებობა და პირველმა გამოთვალა მისი ორბიტა. პლუტონი – იწყება აღმომჩენის ინიციალებით და ტრადიციისამებრ პლანეტას ღვთაების სახელწოდება ეწოდა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pluto პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/685 გაზიარება:პასუხი