შეკითხვა #686
- 
            
        
ეს ნივთიერება 1938 წელს რურის ხეობაში აღმოაჩინეს და უკვე ერთ წელიწადში, ქიმიური თვისებების შესწავლის შემდეგ, მისი ფორმულა ვერმახტს გადაეცა. სახელწოდება ნივთიერებას, მისი აღმომჩენების – შრადერის, ამბროსის, რუდიგერის და ლინდეს პატივსაცემად ეწოდა. თქვენ კი, ძვირფასო მოაზროვნეებო, ერთი წუთის შემდეგ უნდა დაასახელოთ სატრანსპორტო საშუალება, რომლის “დახმარებითაც” უკვე ათ წელიწადზე მეტია, ამ ნივთიერების სახელწოდება მასებისათვის არის ცნობილი.
კომენტარები:პასუხი: მეტროპოლიტენი კომენტარი: საუბარია მომწამლავ ნივთიერება ზარინზე, რომელიც 1995 წელს ტოკიოს მეტროში განხორციელებულ ტერაქტში იქნა გამოყენებული. Sarin - Schrader, Ambros, Rüdiger, Linde. წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/686 გაზიარება:პასუხი
         






 ყველა პასუხის გახსნა/დახურვა

