შეკითხვა #687
-
გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში, ერთ–ერთი ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში, ვინმე კარლ ჰანმა, შეკითხვაზე თუ რატომ უწოდეს “პირმშოებს” ასეთი სახელები, უპასუხა: “ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენი ქმნილებები მათსავით უსულო, მაგრამ სწრაფები და მიზანმიმართულები არიან და არამგონია ბუნებაში მათზე უკეთესი ანალოგი მოიძებნებოდეს...”. მარკეტინგულმა სვლამ აშკარად გაამართლა, ვინაიდან ეს “პირმშოები” სამ ათწლეულზე მეტია, თითქმის მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულები არიან. არ გეკითხებით ვიზე ან რაზეა საუბარი, უბრალოდ დაასახელეთ სახალხოდ ცნობილი კომპანია, რომლის პრეზიდენტის პოსტიც ერთ დროს ეკავა ზემოთხსენებულ კარლ ჰანს.
პასუხი: ფოლკსვაგენი კომენტარი: ფოლკსვაგენის მარკეტოლოგების აზრით, სწაფი და მიზანმიმართული არის ქარი (რთულია ალბათ არ დაეთანხმო). ამიტომ პირმშოებს: პასატი, ბორა და ვენტო ეწოდათ. “სახალხოდ ცნობილი კომპანია” – კიდევ ერთი მინიშნებაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/687 გაზიარება:პასუხი