შეკითხვა #688
-
ქართულში ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ინგლისურში, ფრანგულში, ესპანურში და შესაძლოა სხვა ენებშიც, ამ სიტყვის ანალოგებს აგრეთვე რამოდენიმე მნიშვნელობა აქვთ და აღნიშნავენ იგივეს, რასაც ეს სიტყვა ქართულში. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, პირველი ხომ ნაწილობრივ მეორისგან მზადდებოდა და დღემდე მზადდება კიდეც. პირველს შეიძლება შევუსაბამოთ რიცხვითი მნიშვნელობა – 82, ხოლო მეორეს – 5,45. დაასახელეთ ეს ერთობ საინტერესო სიტყვა ერთი წუთის შემდეგ.
პასუხი: ტყვია კომენტარი: ქართული – ტყვია, ინგლისური – Lead, ფრანგული - Plomb, ესპანური – Plomo, აღნიშნავენ ერთსა და იმავე ქიმიურ ელემენტს და საგანს. ელემენტის ატომური ნომერია – 82. ნატოს სტანდარტების მიხედვით 5.45 არის ტყვიის კალიბრი. წყარო: ლექსიკონი ABBYY Lingvo 11 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/688 გაზიარება:პასუხი