შეკითხვა #689
-
ამბობენ, რომ როდესაც ამ ბრიტანელმა მწერალმა წაიკითხა თავისი თანამედროვე ჰოლანდიელი მეცნიერის წიგნი “ბუნების საიდუმლოებანი”, იგი იმდენად დაინტერესდა მეცნიერის აღმოჩენებით და გამოგონებით, რომ გადაწყვიტა პირადად გაეცნო უკვე ხანში შესული მეცნიერი და ენახა მისი გამოგონება. როგორც სპეციალისტები ვარაუდებონ, ზუსტად ამ გამოგონებაში დანახულმა იქონია კიდეც დიდი ზეგავლენა მის შემდგომ შემოქმედებაზე. ძვირფასო მოაზროვნეებო, არ გეკითხებით ამ ჰოლანდიელი მეცნიერის ვინაობას, უბრალოდ დაასახელეთ ბრიტანელი მწერლის სახელი და გვარი.
პასუხი: ჯონათან სვიფტი კომენტარი: ჰოლანდიელი მეცნიერი – ანტონ ვან ლევენჰუკი, პირველი მიკროსკოპის შემქმნელი. გამოგონებაში დანახულმა, ანუ მიკროსკოპში ნანახმა მიკროსამყარომ უბიძგა სვიფტს დაეწერა თავისი ცნობილი წიგნში “გულივერის მოგზაურობა”. წყარო: ЖЗЛ «Джонатан Свифт» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/689 გაზიარება:პასუხი