შეკითხვა #690
-
ერთ–ერთ თავის ესეში, კურტ ვონეგუტი ასე იხსენებს თავის ცნობილ თანამემამულეს: “შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში იმდენად გვიან ჩაებნენ, რომ ამერიკელი, რომელსაც შეეძლო მოეყოლა რეალური საბრძოლო ეპიზოდი და მითუმეტეს ომში ჭრილობა მიეღო, ძალზედ იშვიათი მოვლენა იყო. თუმცა ზუსტად ასეთი იყო იგი...”. შემდგომში, აგრძელებს რა ვონეგუტი ამ თანამემამულის დიდებაზე საუბარს, ადარებს მას მაღალ მწვერვალს... ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ეს მწვერვალი.
პასუხი: კილიმანჯარო კომენტარი: ვონეგუტი საუბრობდა პირველ მსოფლიო ომში მონაწილე და დაჭრილი ჰემინგვეის შესახებ. “კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი” – მწერლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. წყარო: К. Воннегут «Жизнь хуже смерти» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/690 გაზიარება:პასუხი