შეკითხვა #691
-
თავის ნაშრომში ისტორიკოსი კენიგსბერგერი წერს, რომ შუა საუკუნეების ადრეულ ხანაში, ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ფული იშვიათობა იყო. მიზეზი, ოქროსგან მონეტების ნაცვლად სხვა და სხვა სამკაულების დამზადება იყო. მეფეები ქვეშევრდომებს ფულის ნავცლად ამ სამკაულებით აჯილდოებდნენ, რომელთა მთავარი ფასეულობას მატერიალური ღირებულება არ წარმოადგენდა, ძირითადად მათ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ და მეფისგან ბოძებულ ძალაუფლებას განასახირებდნენ. ამის გამო ძველ სკანდინავიურ და ბრიტანულ პოეზიაში მეფეებს ხშირად მოიხსენიებდნენ ამ ეპითეტით.
პასუხი: ბეჭდების მბრძანებელი კომენტარი: მონეტების ნაცვლად, ოქროსგან ბეჭდებს ამზადებდნენ და კონუნგები ქვეშევრდომებს ბეჭდებს გადასცემდნენ საჩუქრად. ამის გამო კონუნგებს ძველ სკანდინავიურ და ძველ ბრიტანულ პოეზიაში “ბეჭდების მბრძანებლის” ეპითეტით მოიხსენიებდნენ. წყარო: Г. Кенигсбергер «История Европы» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/691 გაზიარება:პასუხი