შეკითხვა #692
-
“მე არ შევქმნი ნივთიერებას, რომელიც გამოიწვევს სიკვდილს. მე არ შევქმნი ფორმულას, რომელსაც შეეწირება ხალხი. მე არ შევქმნი მექანიზმს, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ფატალურ შედეგამდე”. ეს არის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის სიტყვები, რომლითაც მან მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოსვლის დროს. თქვენ კი უნდა დაასახელოთ ავტორი იმისა, რაც შეიქმნა მრავალი საუკუნის წინ და რისი საკუთარი ინტერპრეტაციაც, ამ სიტყვებით მოახდინა ზემოთხსენებულმა მწერალმა.
პასუხი: ჰიპოკრატე კომენტარი: ინსტიტუტში წაკითხული ლექციის დამსწრე საზოგადეობა ძირითადა მომავალი ფიზიკოსებისაგან და ქიმიკოსებისაგან შესდგებოდა. კურტ ვონეგუტის აზრით ასე უნდა ჟღერდეს “ჰიპოკრატეს ფიცი” ფიზიკოსებისათვის და ქიმიკოსებისათვის, რათა მათ შეიგნონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ კაცობრიობის წინაშე. წყარო: К. Воннегут «Жизнь хуже смерти» პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/692 გაზიარება:პასუხი