შეკითხვა #694
-
ბერძნულში ის შევიდა ფინიკიურიდან, რომელშიც მისი სახელწოდება ჟღერდა, როგორც – “ლამედი”. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის ის ასოცირდება საკულტო თამაშთან. იგი წარმოადგენს NATO–ს ჯარების საიდენტიფიკაციო ნიშანს. აგრეთვე ცნობილია, რომ იტალიური კომპანია “ლანჩა” ერთ დროს აწარმოებდა ამ სახელწოდების მქონე ავტომობილის მოდელს. თქვენ კი ძვირფასო მოაზროვნეებო, უნდა დაასახელოთ ძველი სახელმწიფო, რომლის მეომართა ფარებზეც ის გამოისახებოდა.
პასუხი: სპარტა კომენტარი: საუბარია ბერძნულ ასოზე – λ (ლამბდა). ლამბდას გამოასხავენ ნატოს ჯარების სატრანსპორტო საშუალებებზე, იდენფტიფიკაციის მიზნით. კომპიუტერული თამაშია – Half-Life. ავტომობილია – Lancia Lambda. სპარტანელთა ფარებზე ლამბდა გამოისახებოდა “ლაკედემონის” (სპარტის ბერძნული სახელწოდება) აღსანიშნავად. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Lambda პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/694 გაზიარება:პასუხი