შეკითხვა #695
-
ამ სიტყვის ძიებისას კირილესა და მეთოდეს ენციკლოპედიამ მოიძია უამრავი სტატია, რომელშიც ეს სიტყვა ფიგურირებს. სტატიები ეძღვნებოდა ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორებიც არიან: კეიტ ჯარეტი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, იან გარბარეკი, მაილზ დევისი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ სტატიათა დიდი ნაწილი დაკავშირებულია გამოჩენილ ადამიანებთან, მათ შორის მაინც აღმოჩნდა ორი სტატია, რომელიც აშშ–ს ტოპონიმიკას უკავშირდება. მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი და დაასახელეთ ეს ორი ტოპონიმი ერთი წუთის შემდეგ, თუ ცნობილია, რომ ერთი არის ქალაქი, მეორე კი – შტატია.
პასუხი: ახალი ორლეანი, იუტა კომენტარი: საძიებელი სიტყვაა – ჯაზი. ყველა ჩამოთვლილი მუსიკოსი – ჯაზმენია. ახალი ორლეანის სტატიაში ნახსენებია, რომ ქალაქი არის ჯაზის სამშობლო. იაუტაში – არის საკალათბურთო კლუბი. წყარო: Энциклопедия Кирилла и Мефодия 2005 პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/695 გაზიარება:პასუხი