შეკითხვა #697
-
როგორც ცნობილია, ინკვიზიცია მიზნის მისაღწევად წამების უამრავ იარაღს იყენება. ძირითადად ინკვიზიტორები მიზანს, ადამიანისათვის აუტანელი ფიზიკური ტკივილის მინიჭებით აღწევდნენ. მაგრამ როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ინკვიზიციას, არსენალში ბევრად “ჰუმანური” და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრად უფრო ეფექტური იარაღიც ჰქონდა. თუ ისტორიულ ჩანაწერებს დავუჯერებთ, ამ იარაღის ზემოქმედების სამი დღის შემდეგ, ადამიანი კარგავდა რეალობის აღქმის უნარს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ – თანახმა იყო ყველაფერი ეღიარებინა. თქვენ კი უნდა დაასახელოთ იმ ადამიანის სახელი, რომელიც ერთ–ერთი წყაროს თანახმად, ასეთ ტანჯვას თითქმის სამი წელი უძლებდა.
პასუხი: შეჰერეზადა კომენტარი: ადამიანი ვერ უძლებდა უძილობას და რამოდენიმე დღეში მზად იყო საკუთარ თავზე აეღო ნებისმიერი დანაშაული. როგორც ცნობილია შეჰერეზადას არ ეძინა 1001 დღე–ღამე. წყარო: დოკუმენტური ფილმი “The Secret Inquisition” პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - IV ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/697 გაზიარება:პასუხი