შეკითხვა #698
-
ამ ქვეყნის სახელმწიფო გერბზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოთავსებულია ორი პალმა, უკანა ფონზე – მზე, ხოლო ცენტრალურ ნაწილში კი ჩვენ ვხედავთ ფარს, რომელზეც გამოსახულია ცხოველის თავი პროფილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველს ამშვენებს მისი ერთ-ერთი ატრიბუტი. ამ ატრიბუტის გავრცელებული სახელი კი, თავის მხრივ, ფიგურირებს ქვეყნის სახელწოდებაში. დამისახელეთ ამ ქვეყნის თანამედროვე სახელწოდება.
პასუხი: კოტ დ’ივუარი კომენტარი: ივოირე – ფრანგულად „სპილოს ძვალია“. გერბზე გამოსახულია სპილო თავისი შუანით. შუანის გავრცელებული სახელწოდებაა – “სპილოს ძვალი” წყარო: en.wikipedia.org/wiki/Coat_of_arms_of_Cote_d'Ivoir პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/698 გაზიარება:პასუხი