თბილისის 36-ე ჩემპიონატი
V ტური
სუპერ ლიგა
20 აპრილი, 2008
-
შეკითხვა #698 © ვახო ელერდაშვილი
ამ ქვეყნის სახელმწიფო გერბზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოთავსებულია ორი პალმა, უკანა ფონზე – მზე, ხოლო ცენტრალურ ნაწილში კი ჩვენ ვხედავთ ფარს, რომელზეც გამოსახულია ცხოველის თავი პროფილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველს ამშვენებს მისი ერთ-ერთი ატრიბუტი. ამ ატრიბუტის გავრცელებული სახელი კი, თავის მხრივ, ფიგურირებს ქვეყნის სახელწოდებაში. დამისახელეთ ამ ქვეყნის თანამედროვე სახელწოდება.
პასუხი: კოტ დ’ივუარი კომენტარი: ივოირე – ფრანგულად „სპილოს ძვალია“. გერბზე გამოსახულია სპილო თავისი შუანით. შუანის გავრცელებული სახელწოდებაა – “სპილოს ძვალი” წყარო: en.wikipedia.org/wiki/Coat_of_arms_of_Cote_d'Ivoir ბმული: http://moazrovne.net/q/698პასუხი -
შეკითხვა #699 © ვახო ელერდაშვილი
„რინგა პაკია / უმა ტირაჰა / ტური ვატია / ჰოპე ვაი აკე / ვაევაე ტაკაჰია კია კინო. / კა მატე, კა მატე / კა ორა, კა ორა / კა მატე, კა მატე / კა ორა, კა ორა / ტენეი ტე ტანგატა პუჰურუ ჰურუ / ნანა ი ტიკი მაი ვაკავიტი ტე რა / უპანე, უპანე / უპანე კაუპანე / ვიტი ტე რა!“. არ გთხოვთ ამ ტექსტის თარგმნას, დამისახელეთ სახელმწიფო, რომლის წარმომადგენლები მხნეობას და ენერგიას იკრებენ ამ სიტყვების საშუალებით.
პასუხი: ახალი ზელანდია კომენტარი: საუბარია ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების “ოლ ბლექის” რიტუალურ ჰაკაზე ყოველი თამაშის წინ წყარო: en.wikipedia.org/wiki/Haka_of_the_All_Blacks ბმული: http://moazrovne.net/q/699პასუხი -
შეკითხვა #700 © ვახო ელერდაშვილი
1925 წლის 2 სექტემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლდუელთან ძლიერი ქარიშხლის დროს ავარია განიცადა და განადგურდა დირიჟაბლი სახელწოდებით “შენანდოა”. სპეციალისტთა მტკიცებით, ამ დირიჟაბლთან ერთად განადგურდა ერთი კონკრეტული ნივთიერების დედამიწაზე იმ დროს არსებული თითქმის მთელი მარაგი. დაასახელეთ ეს ნივთიერება.
პასუხი: ჰელიუმი კომენტარი: დირიჟაბლებს მანამდე წყალბადით ავსებდნენ, წყალბადი კი იწვის – შესაბამისად სახიფათო იყო, ჰელიუმი კი არ იწვის, ეს დირიჟაბლი შესაბამისად გაბერილი იყო ჰელიუმით. ჰელიუმს პირველი მსოფლიო ომის დროს აგროვებდნენ დირიჟაბლებისათვის, ბოლო დირიჟაბლი კი ჰელიუმით სავსე იყო შენანდოა, ამით ამოიწურა ჰელიუმის მარაგი დედამიწაზე წყარო: en.wikipedia.org/wiki/USS_Shenandoah_(ZR-1) ბმული: http://moazrovne.net/q/700პასუხი -
შეკითხვა #701 © ვახო ელერდაშვილი
[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ეკატერინბურგში, ტაქსის გამოძახების ადგილობრივმა სერვისმა გადაწყვიტა, რომ თავის მომხმარებლებს მისცეს საშუალება ჩერჩილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთი დღის განმავლობაში ანგარიშსწორების სახით გამოიყენონ ეს, აწ უკვე არამსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალება. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ჩერჩილს უშუალო კავშირი აქვს ზემოხსენებულ გადახდის საშუალებასთან. თუ მიხვდით რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში “ჩერჩილით”, დაასახელეთ ორი სიტყვით და ამავდროულად მაქსიმალურად ზუსტად, ამ წარსულში მსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალების სახელწოდება!
პასუხი: საბჭოური რუბლი, ან საბჭოური მანეთი კომენტარი: ლენინი იყო შეცვლილი ჩერჩილით, როგორც მოგეხსენებათ ყველა საბჭოურ რუბლზე ლენინის თავია გამოსახული, ეს აქცია 2008 წლის 22 აპრილს გაიმართება. წყარო: www.lenta.ru/ ბმული: http://moazrovne.net/q/701პასუხი -
შეკითხვა #702 © ვახო ელერდაშვილი
ყოველთვის, როდესაც ამ შეკითხვის ავტორი უყურებს ერთ წარმოდგენას, მას ახსენდება ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, ბრაზილიელი არქიტექტორი, ავსტრიელი ექსპრესიონისტი ფერმწერი და გერმანელი მეწარმე. დამისახელეთ რომელ წარმოადგენაზეა საუბარი?
პასუხი: ოსკარების გადაცემის ცერემონიალი კომენტარი: კითხვის ავტორს ოსკარების გადაცემის ცერემონიალს დროს ყოველთვის ახსენდება ოსკარ უაილდი, ოსკარ ნიმეიერი, ოსკარ კოკოშკა და ოსკარ შინდლერი წყარო: en.wikipedia.org/wiki/Academy_Award ბმული: http://moazrovne.net/q/702პასუხი -
შეკითხვა #703 © ვახო ელერდაშვილი
ხულიო კორტასარი თავის ესეში აღწერს რა ერთი ლეგენდარული ადამიანის საქმიან ვიზიტს პარიზში, თავის ყურადღებას აჩერებს მის თანმხლებზე, კოზი კოულზე. მწერალი კოზი კოულს ადარებს მარკიზ დე სადს, რომელიც თითქოსდა დაკიდულია ქალის რვა შიშველი უკანალის თავზე და მათ მათრახის ცემით სულს ხდის. ის, რასთანაც პროფესიული დამოკიდებულება ჰქონდა კოზი კოულს მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიგურირებს ერთი ნობელიანტი მწერლის რომანის სათაურში. დაასახელეთ კოზი კოულის პროფესია ერთი ინგლისური სიტყვით!
პასუხი: დრამერი კომენტარი: კოზი კოული – XX საუკუნეში მოღვაწე დრამერი ე.წ. „ბარაბანშიკი“ გახლდათ, რომელიც პარიზს ეწვია ლუი არმსტრონგთან ერთად. გიუნტერ გრასს ეკუთვნის რომანი “თუნუქის დოლი” წყარო: Хулио Кортасар, “Луи Армстронг – огромнейший хроноп О концерте Луи Армстронга в Париже 9 ноября 1952 года” ბმული: http://moazrovne.net/q/703პასუხი -
შეკითხვა #704 © ვახო ელერდაშვილი
რომაელი ისტორიკოსის, ტაციტუსის ცნობით ერთი კონკრეტული პროცედურისათვის ძველ რომში გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილი ესკვილინის კარიბჭესთან. იგივე დანიშნულების ადგილამდე მიმავალი ქუჩის სახელწოდება აზიის ერთ ქალაქში კი დაკავშირებულია “ტკივილთან”. დამისახელეთ თუ რა ჰქვია ამ ადგილს აზიის ზემოხსენებულ ქალაქში?
პასუხი: გოლგოთა კომენტარი: იერუსალიმში არის ქუჩა “ვია დოლოროსა”, ესკვილინის კარიბჭესთან იმართებოდა დამნაშავეების ჯვარცმა ძვ. რომში. “ვია დოლოროსა” – ეს არის გზა ჯვარცმამდე, რომელიც გაიარა ქრისტემ იერუსალიმში) წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/704პასუხი -
შეკითხვა #705 © ვახო ელერდაშვილი
ამერიკელი იუმორისტის, მარკ რასელის აზრით ისინი, თავიდან ბოლომდე დაკარგული საჰაერო ტვირთისგან შედგება. ენციკლოპედია ვიკიპედიის მტკიცებით კი ისინი უმთავრესად შედგება ყინულისაგან და მათი საშუალო სისქე რამდენიმე ათას კილომეტრს აღწევს. დაასახელეთ მათი სახელწოდება.
პასუხი -
შეკითხვა #706 © ვახო ელერდაშვილი
1868 წლის 25 ოქტომბერს პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში მივიდა ორი წერილი. პირველი წერილის ავტორი ინგლისელი ასტრონომი ნორმან ლოკიერი იყო, მეორე კი ეკუთვნოდა ფრანგ ასტრონომს ჟიულ ჟანსენს. ორივე წერილი იტყობინებოდა ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელსაც ასტრონომიასთან არაფერი აქვს საერთო. საბოლოო ჯამში აღმოჩენა ორივეს მიაკუთვნეს და ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოშვებულ იქნა სამსახოვრო მედალი, რომლის ავერსზეც გამოსახული იყო აღმომჩენების პორტრეტები, რევერსზე კი – კვადრიგა, რომელსაც მართავდა აპოლონი. რა აღმოაჩინეს ნორმან ლოკიერმა და ჟიულ ჟანსენმა?
პასუხი: ჰელიუმი კომენტარი: აპოლონი ასევე მზის ღმერთიცაა მითოლოგიაში, ქიმიურ ელემენტ ჰელიუმს კი სახელი მზის გამო უწოდეს, ვინაიდან ის აღმოჩენილ იქნა მზეზე წყარო: პ. რტაუბე, ე. რუდენკო”წყალბადიდან ნობელიუმდე”, მოსკოვი, გვ.51 (რუსულ ენაზე) ბმული: http://moazrovne.net/q/706პასუხი -
შეკითხვა #707 © ვახო ელერდაშვილი
ძველ რომში ამ საკვებ პროდუქტს ოქროს და ვერცხლის ფასი ჰქონდა, ამიტომაც ძველ რომაელ ლეგიონერებს ჯამაგირის სახით ამ საკვები პროდუქტის ულუფებს აძლევდნენ. სწორად აქედან იღებს სათავეს სიტყვა, რაც ლათინურად “ჯამაგირს” ნიშნავს. მე, რა თქმა უნდა, არ გეტყვით თუ როგორ ჟღერს “ჯამაგირი” ლათინურ ენაზე, თუმცა გეტყვით იმას, რომ ამაში სხვა ენების ცოდნა დაგეხმარებათ. ყურადღებს შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული საკვები პროდუქტი.
პასუხი: მარილი წყარო: Gale encyclopedia of the unusual and unexplained / Brad E. Steiger and Sherry Hansen Steiger, 2003, p.184 ბმული: http://moazrovne.net/q/707პასუხი -
შეკითხვა #708 © ვახო ელერდაშვილი
1931 წლის 23 ივნისს უაილი პოსტი და ჰაროლდ გატი გაემართნენ იმ დროისათვის ერთობ სახიფათო საჰაერო მოგზაურობაში და ამავე წლის 1 ივლისს შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. შემდგომში მათ გამოსცეს წიგნი, სადაც დეტალურად აღწერეს მათი მოგზაურობა. ავტორებს წიგნის სათაურის შესარჩევად ბევრი არ უფიქრიათ, მათ აიღეს 1873 წელს დაწერილი წიგნის ინგლისური თარგმანი, მის სახელწოდებაში წაშალეს ერთი ასო და შედეგად რაც მიიღეს, ასე უწოდეს წიგნს. არ გეკითხებით თუ რა დაარქვეს მათ საკუთარ წიგნს, დამისახელეთ ინგლისური ანბანის ასო რომელიც წაშალეს მათ ხსენებული წიგნის ინგლისური თარგმანის სათაურში.
პასუხი: Y კომენტარი: მათ რვა დღეში – 23 ივნისადან 1 ივლისამდე - შემოუარეს დედამიწას, წიგნსაც ასევე ერქვა: “Around the World in Eight Days”, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება ჟიულ ვერნის რომანის ინგლისური თარგმანის სათაურისაგან: “Around the World in Eighty Days” წყარო: en.wikipedia.org/wiki/Wiley_Post ბმული: http://moazrovne.net/q/708პასუხი -
შეკითხვა #709 © ვახო ელერდაშვილი
როგორც მოგეხსენებათ, ომოგრაფები წარმოადგენენ სიტყვებს, რომლებსაც ერთნაირი დაწერილობა აქვთ, შინაარსი კი – განსხვავებული. ასე მაგალითად, იტალიურ ენაში ევროპული ქალაქის სახელწოდება, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა საკუთარ ქვეყანაში, წარმოადგენს ლეგენდარული პიროვნების მეუღლის სახელის ომოგრაფს. დამისახელეთ ქალაქიც და კითხვაში ხსენებული ქალბატონის სახელიც.
პასუხი: ჟენევა და გვინევერი კომენტარი: იტალიურ ენაში ორივე Gინევრა-ა. გვინევერი – მეფე არტურის მეუღლეა წყარო: it.wikipedia.org/wiki/Ginevra ბმული: http://moazrovne.net/q/709პასუხი -
შეკითხვა #710 © ვახო ელერდაშვილი
იქსი შეიძლება ითქვას, რომ “ადამიანის მეგობარია” და ის პირველად 1999 წელს გამოჩნდა კომპანია “სონის” ძალისხმევით. იგრეკის შესახებ კი პირველად საბჭოელმა ბავშვებმა შეიტყვეს 1925 წელს გამოქვეყნებულ ზღაპარში. დამისახელეთ იქსიც და იგრეკიც, თუ იქსის სახელწოდება იგრეკის სახელის შემადგენელი ნაწილია.
პასუხი -
შეკითხვა #711 © ვახო ელერდაშვილი
[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] არტურ შოპენჰაუერი თავის ეპოქალურ ნაშრომში „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ წერს: „საერთო ჯამში ისტორია სხვა არაფერია, თუ არა - ბორბალი, რომელიც ყოველ ახალ ბრუნზე ახალ კონფიგურაციას იძლევა, თუმცა არსებითად მასში არაფერი იცვლება და ჩვენს თვალწინ მუდამ ერთი და იგივე რამაა სხვადასხვა ასპექტში“. დამისახელეთ შოტლანდიელის მიერ XIX საუკუნეში შექმნილი მოწყობილობა, რომელიც მე შევცვალე შოპენჰაუერის ფრაზაში სიტყვა “ბორბლით”.
პასუხი: კალეიდოსკოპი კომენტარი: დევიდ ბრიუსტერმა გამოიგონა 1816 წელს, რომელიც ყოველ ბრუნზე ახალ სურათს იძლევა, მასში ჩაყრილი ბრჭყვიალა მინების საშუალებით წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/711პასუხი -
შეკითხვა #712 © ვახო ელერდაშვილი
2006 წელს ერთ კონკრეტულ ქვეყანაში შიდა ბაზარზე გამოჩნდა ახალი გამაგრილებელი სასმელი “ფუჯი-კოლა”. გარდა იმისა, რომ მას კონკურენცია უნდა გაეწია ადგილობრივი კოლა-რეალისათვის, მის ბაზარზე გამოჩენას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელსაც მე თქვენ არ დაგისახელებთ. თქვენ კი მითხარით ზემოხსენებული ქვეყნის სახელწოდება.
პასუხი: პერუ კომენტარი: ფუჯი-კოლა დაარსდა ალბერტო ფუხიმორის, იგივე ალბერტო ფუჯიმორის მხარდასაჭერად საპრეზიდენტო არჩევნებში წყარო: encyclopedia.thefreedictionary.com/Fuji-Cola ბმული: http://moazrovne.net/q/712პასუხი -
შეკითხვა #713 © ვახო ელერდაშვილი
[შეკითხვაში არის ცვლილება] კითხვის ავტორმა ერთ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში მოისმინა შემდეგი ფრაზა: "სექტემბრის ბოლოს ქალაქის ქუჩებში ყველაზე უსაფრთხოდ თავს ჰანუმანები გრძნობდნენ". მე არ გეკითხებით თუ რა სიტყვა შევცვალე სიტყვით "ჰანუმანები", არც იმას გეკითხებით თუ რა მოხდა 1993 წლის სექტემბერში ამ ქალაქში, დამისახელეთ ქალაქი რომელზეც საუბარი იყო ზემოხსენებულ ფრაზაში.
პასუხი: სოხუმი კომენტარი: დოკუმენტური ფილმი ეძღვნებოდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემას. ჰანუმანი - “რამაიანას” პერსონაჟი მაიმუნია. ჰანუმანით შეცვლილი იყო “მაიმუნი” წყარო: დოკუმენტური ფილმი სოხუმის დაცემის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, 17 აპრილს 21.30-ზე ბმული: http://moazrovne.net/q/713პასუხი -
შეკითხვა #714 © ვახო ელერდაშვილი
თავდაპირველად ეს ლათინური სიტყვა შუა საუკუნეებში ასტროლოგებმა გამოიყენეს. მათ პროფესიულ ლექსიკაში ის აღნიშნავდა ზებუნებრივ აირისებურ უხილავ მასას, რომელსაც ასხივებენ ვარსკვლავები და რომლის საშუალებითაც ციური სხეულები გავლენას ახდენენ ადამიანების ბედ-იღბალზე. შემდგომში ამ სიტყვამ შეაღწია ევროპულ ენებში და დღესდღეობით მისი იტალიური ნაირსახეობით მოიხსენიება ის, რაც შეკითხვის ავტორს არაერთხელ შეხვედრია და დამართნია, თავად ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობა კი – უკვე ხსენებული იქნა კითხვის დასმის დროს. დამისახელეთ ამ სიტყვის ეს იტალიური ნაირსახეობა.
პასუხი: ინფლუენცა კომენტარი: ინფლუენცა იგივე გრიპია, რომელიც შეიძლება შეხვდეს ან დაემართოს ადამიანს. ინფლუენცა – ზემოქმედებას ნიშნავს იტალიურადაც და მის ლათინურ ფუძეშიც წყარო: Word Origins, John Ayto, A & C Black, London, 2005, p.286 ბმული: http://moazrovne.net/q/714პასუხი -
შეკითხვა #715 © ვახო ელერდაშვილი
ამ ნივთიერების დუღილის ტემპერატურაა დაახლოებით მინუს 269 გრადუსი ცელსიუსით. ის დედამიწაზე თავდაპირველად აღმოაჩინეს შემდეგი მინერალების შემადგენლობაში, როგორებიცაა: სამარსკიტი, ფერგუსონიტი, კოლუმბიტი, მონაციტი, ურანინიტი, თორიანიტი და კლავეიტი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ის გვხვდება უმთავრესად იმ მინერალებში, რომლებიც შეიცავენ რადიოაქტიურ ქიმიურ ელემენტებს ურანს და თორიუმს. საქმე იმაშია, რომ ურანის და თორიუმის მიერ გამოსხივებული ნაწილაკები იერთებენ თავისუფალ ელექტრონებს და ამგვარად წარმოქმნიან ზემოხსენებულ ნივთიერებას. დამისახელეთ ამ ნივთიერების სახელწოდება.
პასუხი: ჰელიუმი კომენტარი: ურანი და თორიუმი ასხივებენ ალფა-ნაწილაკებს, რომლებიც სხვა არაფერია თუ არა ჰელიუმის ბირთვები, ალფა-ნაწილაკები იერთებენ ელექტრონებს და ჰელიუმად იქცევიან წყარო: პ. რტაუბე, ე. რუდენკო”წყალბადიდან ნობელიუმდე”, მოსკოვი, გვ. 53 (რუსულ ენაზე) ბმული: http://moazrovne.net/q/715პასუხი -
შეკითხვა #716 © ვახო ელერდაშვილი
1935 წელს თომას სტერნზ ელიოტმა შუა საუკუნეებში მომხდარი რეალური ამბების საფუძველზე დაწერა პოეტური დრამა "მკვლელობა საკათედრო ტაძარში”, სადაც მან ხატოვნად აღწერა პიროვნებისა და ავტორიტეტის დაპირისპირება. ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, რომელიც თავის მხრივ ფიგურირებს 1972 წელს შექმნილი ფილმის სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.
პასუხი: პიერ პაოლო პაზოლინი კომენტარი: ელიოტის პიესა ეხება თომას ბეკეტის და ჰენრიხ II-ის დაპირისპირებას. თომას ბეკეტი იყო კენტერბერის არქიეპისკოპოსი და აუმხედრდა მეფეს, საბოლოოდ იგი მოკლულ იქნა კენტერბერის საკათედრო ტაძარში. “კენტერბერიული მოთხრობები”, ჯეფრი ჩოსერის ნაწარმოების ეკრანიზაცია 1972 წელს გადაიღო პიერ-პაოლო პაზოლინიმ წყარო: en.wikipedia.org/wiki/Murder_in_the_Cathedral ბმული: http://moazrovne.net/q/716პასუხი -
შეკითხვა #717 © ვახო ელერდაშვილი
ეს კომპანია 1969 წელს დაარსეს ადრიან დელსიმ, ლარი ჰილიბლომმა და რობერტ ლინმა. ყოველთვის, როცა კითხვის ავტორი ამ კომპანიის ლოგოს უყურებს, მას ახსენდება XX საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერალი. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ეს ინგლისელი მწერალი.
პასუხი: დევიდ ჰერბერტ ლოურენსი კომენტარი: კომპანია დი-ეიჩ-ელ-ის ლოგოზე მოთავსებული სამი ასო წარმოადგენს დევიდ ჰერბერტ ლოურენსის ინიციალებს. თავად კომპანიის სახელწოდება კი წარმოდგება დელსის, ჰილიბლომის და ლინის გვარების პირველი ასოების მიხედვით წყარო: en.wikipedia.org/wiki/DHL ბმული: http://moazrovne.net/q/717პასუხი
- პაკეტის კომენტარები: