შეკითხვა #701
-
[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ეკატერინბურგში, ტაქსის გამოძახების ადგილობრივმა სერვისმა გადაწყვიტა, რომ თავის მომხმარებლებს მისცეს საშუალება ჩერჩილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთი დღის განმავლობაში ანგარიშსწორების სახით გამოიყენონ ეს, აწ უკვე არამსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალება. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ჩერჩილს უშუალო კავშირი აქვს ზემოხსენებულ გადახდის საშუალებასთან. თუ მიხვდით რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში “ჩერჩილით”, დაასახელეთ ორი სიტყვით და ამავდროულად მაქსიმალურად ზუსტად, ამ წარსულში მსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალების სახელწოდება!
პასუხი: საბჭოური რუბლი, ან საბჭოური მანეთი კომენტარი: ლენინი იყო შეცვლილი ჩერჩილით, როგორც მოგეხსენებათ ყველა საბჭოურ რუბლზე ლენინის თავია გამოსახული, ეს აქცია 2008 წლის 22 აპრილს გაიმართება. წყარო: www.lenta.ru/ პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/701 გაზიარება:პასუხი