შეკითხვა #703
-
ხულიო კორტასარი თავის ესეში აღწერს რა ერთი ლეგენდარული ადამიანის საქმიან ვიზიტს პარიზში, თავის ყურადღებას აჩერებს მის თანმხლებზე, კოზი კოულზე. მწერალი კოზი კოულს ადარებს მარკიზ დე სადს, რომელიც თითქოსდა დაკიდულია ქალის რვა შიშველი უკანალის თავზე და მათ მათრახის ცემით სულს ხდის. ის, რასთანაც პროფესიული დამოკიდებულება ჰქონდა კოზი კოულს მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიგურირებს ერთი ნობელიანტი მწერლის რომანის სათაურში. დაასახელეთ კოზი კოულის პროფესია ერთი ინგლისური სიტყვით!
პასუხი: დრამერი კომენტარი: კოზი კოული – XX საუკუნეში მოღვაწე დრამერი ე.წ. „ბარაბანშიკი“ გახლდათ, რომელიც პარიზს ეწვია ლუი არმსტრონგთან ერთად. გიუნტერ გრასს ეკუთვნის რომანი “თუნუქის დოლი” წყარო: Хулио Кортасар, “Луи Армстронг – огромнейший хроноп О концерте Луи Армстронга в Париже 9 ноября 1952 года” პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/703 გაზიარება:პასუხი