შეკითხვა #706
-
1868 წლის 25 ოქტომბერს პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში მივიდა ორი წერილი. პირველი წერილის ავტორი ინგლისელი ასტრონომი ნორმან ლოკიერი იყო, მეორე კი ეკუთვნოდა ფრანგ ასტრონომს ჟიულ ჟანსენს. ორივე წერილი იტყობინებოდა ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელსაც ასტრონომიასთან არაფერი აქვს საერთო. საბოლოო ჯამში აღმოჩენა ორივეს მიაკუთვნეს და ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოშვებულ იქნა სამსახოვრო მედალი, რომლის ავერსზეც გამოსახული იყო აღმომჩენების პორტრეტები, რევერსზე კი – კვადრიგა, რომელსაც მართავდა აპოლონი. რა აღმოაჩინეს ნორმან ლოკიერმა და ჟიულ ჟანსენმა?
პასუხი: ჰელიუმი კომენტარი: აპოლონი ასევე მზის ღმერთიცაა მითოლოგიაში, ქიმიურ ელემენტ ჰელიუმს კი სახელი მზის გამო უწოდეს, ვინაიდან ის აღმოჩენილ იქნა მზეზე წყარო: პ. რტაუბე, ე. რუდენკო”წყალბადიდან ნობელიუმდე”, მოსკოვი, გვ.51 (რუსულ ენაზე) პაკეტი: თბილისის 36-ე ჩემპიონატი - V ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/706 გაზიარება:პასუხი